Khvicha Kvaratskhelia of Napoli during the Serie A match between SSC Napoli and Bologna FC at Stadio Diego Armando Maradona on October 16, 2022 in...იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ლაპარაკი არ წყდება. რაც დრო გადის, საქართველოს ნაკრების გარემარბი „ნაპოლის” ქომაგების უფრო და უფრო დიდი კერპი ხდება, თუმცა მას-მედიაში აქა-იქ შენიშვნებსაც არ ერიდებიან. ასე მაგალითად, „კორიერე დელო სპორტმა” დაწერა:

„მას მონსტრის ბადალი აფეთქებები ახასიათებს. დაუჯერებელია, თუ რას აკეთებს ის პირველიდან ბოლო წუთამდე, თუმცა გვსურს მცირე შენიშვნა მივცეთ. „ბოლონიასთან” თამაშის ბოლოს, როდესაც ანგარიში იყო 3:2 და გუნდს თამაში რაც შეიძლება მალე უნდა ჩაეკლა, მან ქუსლით ითამაშა. ქუსლი, ილეთები ტაშისთვის, შოუს ელემენტები, იმ შეხვედრებისთვის უნდა გადაიტანოს, რომელშიც ანგარიში უსაფრთხოა.

კაცმა რომ თქვას, კვარას წინაშე სწორედ ეს ერთადერთი საფრთხე დგას — ქება-დიდებით დაბომბვა გაზეთების ფურცლებიდან, მყვირალა სათაურები, ტელერეპორტაჟები… სპალეტიმ მის თბილი ნიავისგან მორიდებაზე უნდა იზრუნოს”.