ინგლისში გადასახადებისთვის თავის არიდებას 329 ფეხბურთელს ედავებიან. ცხადია, აქ მარტო პრემიერლიგის მოთამაშეებზე არ არის ლაპარაკი. ეჭვმიტანილთა რაოდენობა მას მერე გაიზარდა, რაც HMRC ანუ მისი უდიდებულესობის შემოსავლებისა და საბაჟო სამსახური ფულის თვლას შეუდგა.
ეჭვმიტანილთა რაოდენობა გაიზარდაო წერენ: ერთი სეზონის წინ თურმე მხოლოდ 93 საქმეს ჩხრეკდნენ. ფეხბურთელების გარდა საგადასახადო დანაშაულის გამო 31 კლუბისა და 91 აგენტის საქმესაც იძიებენ.
HMRC-ს გააქტიურება აშკარად კამპანიურია. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ წამოიწყო ფეხბურთთან შესაბამისობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც საგადასახადომ შექმნა შემოსავლების დაფარვასთან მებრძოლი სპეციალური ჯგუფი. ეს ჯგუფი იძიებს სარეკლამო უფლებების დარღვევებს. ლაპარაკია ცალკე თანხებზე, რომელთაც კლუბები ფეხბურთელებს მათი იმიჯის კომერციული მიზნებით გამოყენებისთვის უხდიან.
გაყალბების სქემა დაახლოებით ასეთია: ფეხბურთელები აფუძნებენ ფირმებს, კლუბები თანხებს ამ ფირმებს უხდიან და 19 პროცენტიანი კორპორაციული ბეგარით გამოდიან, მაშინ, როდესაც მაღალი შემოსავლებისთვის დაწესებული 45 პროცენტიანი საშემოსავლოს გადახდა მართებთ. გარდა ამისა, კლუბები მოთამაშეების აგენტებსაც უხდიან საკომისიოებს, რაც HMRC-ს აზრით უნდა იბეგრებოდეს.
გადასახადების ექსპერტები ამბობენ, რომ რაკი საქმეში HMRC-ს სპეციალური ჯგუფი ჩაერია, ესე იგი სახელმწიფოს დიდი თანხების დამალვაზე აქვს ეჭვი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
