16 წელი პროფესიულ ფეხბურთში, 9 საკლუბო ჯილდო და რამდენიმე ათეული – ინდივიდუალური. საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა კაკამ კარიერა დაასრულა.
„მილანისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა. „მე მზად ვარ ახალი მოგზაურობისთვის. იესოს სახელით, ამინ“! – დაწერა ფეხბურთელმა.
გამორჩეულ წარმატებას კაკამ „მილანის“ მაისურით მიაღწია. ამ გუნდში სხვა ჯილდოებთან ერთად ბრაზილიელმა სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
2007 წელს კი „ოქროს ბურთის“ მფლობელიც გახდა.
ამასთანავე კაკა ბოლო ფეხბურთლია, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო იქამდე მოიგო, ვიდრე მის უზურპაციას ლიონელ მესი და კრიშიანუ რონალდუ მოახდენდნენ.
„მილანის“ შემდეგ კაკა მადრიდის „რეალში“ თამაშობდა, შემდეგ ცოტა ხნით ისევ „მილანში“ დაბრუნდა, კარიერა კი ამერიკულ „ორლანდოში“ დაასრულა.
ბრაზილიის ნაკლების შემადგენლობაში კაკამ 92 მატჩი ჩაატარა და 29 ბურთი გაიტანა. არის მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე, 2002-ში კი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
