ბარსა ვერ შეწვდა თეოსა

Home სიახლეები ბარსა ვერ შეწვდა თეოსა
ბარსა ვერ შეწვდა თეოსა

„ბარსელონას“ ფინანსური მდგომარეობა ვერც სტადიონის სახელის გაყიდვამ გამოასწორა. რამდენიმე საათის წინ თეო ერნანდესმა კატალონიურ კლუბს უარი უთხრა და კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბ „მილანთან“ გააგრძელა. ერნანდესი მილანში 2026 წლამდე დარჩება, რადგან „ბარსელონასთან“ მისი ხელფასის გადახდა არ შეეძლო.

„რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, 24 წლის ფრანგი ერნანდესი თავად ჩავის სურდა, „მილანი“ კი, 24 წლის მარცხენა მცველში 50 მილიონ ევროს ითხოვდა, ხოლო თავად ფეხბურთელი წელიწადში 10 მილიონს.

„ბარსა“ ამ გარიგებისთვის მზად არ აღმოჩნდა. ერნანდესმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და ხუთი საგოლე პასიც მიითვალა.

 

Teo Hernandez: O Real Madrid na dengja man nisavi shansa - Korner

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.