ამერიკულ მლს-ში ახლა შესვენებაა და გუნდები შეკრებას გადიან.
„ინტერ მაიამი“ ფლორიდაშია, ვარჯიშობს და სანახავად მოულოდნელი სტუმარი მიუვიდათ: გველი…
ნახევარმცველი ბრეკ შეი არ შეშინდა, მიუახლოვდა, ფრთხილად აიყვანა და სანაგვე ყუთში გადააგდო. მერე კი, არ ვიცით მისი ბედი.
ბრეკ შეი თურმე გაწვრთნილი ყოფილა ასეთ ამბებში: „სახლში გვყავდა გველიც, კუც და სხვა ქვეწარმავლებიც.
ხალხის უმრავლესობას მათი ეშინია, მაგრამ გველები ძალიან კარგები არიან. ყველა მეუბნებოდა, ფრთხილად, ეს გველიაო, მაგრამ არაფერი საშიში. მინდოდა, დამენახა…“.
„ინტერ მაიამის“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი ფილ ნევილი წვრთნის.