იურგენ კლოპის ცნობილი გამონათქვამები რობერტო ფირმინოზე:
„გავა დრო და წიგნს დაწერენ თემაზე, თუ როგორ თამაშობდა ფირმინო ცრუ 9 ნომრად”.
„სალაჰი მსოფლიო კლასია, მაგრამ არა ყოველთვის; მანე მსოფლიო კლასია, მაგრამ არა ყოველთვის; ფირმინო კი ყოვეელთვის მსოფლიო კლასია”.
რაზე გაგვახსენდა? „ლივერპული” ბრაზილიელ რობერტო ფირმინოს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს. განვმარტავთ: მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას ბრაზილიელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, დარჩება გუნდში თუ არა… ისე კი კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს.
ფირმინომ თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა, ამდენი სეზონი „ლივერპულში“ მაგრად ჩაატარა და ამ სეზონში უკვე მოუკლო. დიეგო ჟოტა უკეთესია, სადიო მანეზე და მოჰამედ სალაჰზე კი ლაპარაკიც არაა.
ფირმინო 30 წლისაა. ის 7 წლის წინ „ჰოფენჰაიმიდან“ იყიდეს 41 მილიონ ევროდ.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
სიახლეები26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
