ანსუ ფატი ისევ დაშავდა და ტირილით გავიდა მოედნიდან… ეს მოხდა „ბილბაო” —„ბარსელონას” სათასო მატჩის დროს, რომელიც ბასკებმა 3:2 მოიგეს და კატალონიელები მერვედფინალიდან გამოთიშეს.
19 წლის ფატი მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ 35 წუთში ტრავმის გამო შეცვალეს. ეს უკვე დამატებით დროში მოხდა. „ბარსელონას“ 10 ნომერს თითქოს არაფერი სჭირდა, კონტაქტიც არ იყო, მაგრამ აჩქარებისას პრობლემა შეექმნა. ზოგადად კი ეს უფრო ცუდია… გაირკვა, რომ მარცხენა ბარძაყის კუნთზე აქვს დაზიანება და ჯერ არაა ცნობილი, რა სიმძიმის.
ანსუ ფატი თითქოს დაითარსა. თითქმის სულ ტრავმებშია, არადა რა მაგრად იწყებდა „ბარსაშიც“ და ესპანეთის ნაკრებშიც.

ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
