“დღეს მე ვტოვებ გასაოცარ კლუბს, ყველაზე დიდს იტალიაში და უთუოდ ერთ-ერთ უდიდესს მთელ ევროპაში. მე გული და სული ჩავდე “იუვენტუსში” და მუდამ მეყვარება ტურინი, უკანასკნელ დღემდე. ბიანკონერის ტიფოზები მუდამ პატივს მცემდნენ და მეც ვცდილობდი მადლიერი ვყოფილიყავი ამ პატივისცემისთვის. ვიბრძოდი ყოველ მატჩში, ყოველ სეზონში, ყოველ ტურნირში. საბოლოოდ, ჩვენ ყველას შეგვიძლია მივიხედოთ უკან და გავიაზროთ, რომ დიდ შედეგებს მივაღწიეთ. ყოველთვის ვერ ვიგებდით რაც გვსურდა, მაგრამ მაინც ჩვენ ერთად დავწერეთ ლამაზი ისტორია. მე მუდამ ვიქნები ერთი თქვენთაგანი. ახლა თქვენ ჩემი ისტორიის ნაწილი ხართ” – ამ სიტყვებით დაემშვიდობა კრიშტიანუ რონალდუ ტურინს და მანჩესტერისკენ გასწია. “იუნაიტედისკენ” და არა “სიტისკენ”, როგორც თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
დაბრუნდა კლუბში, საიდანაც 12 წლის წინ წავიდა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.