გენო ოქროს გზაზე

Home კატეგორიის გარეშე გენო ოქროს გზაზე
გენო ოქროს გზაზე

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულებატოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში გავიდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი გარანტირებული მედალი აქვს. ფინალი 6 აგვისტოს შედგება, ჩვენს დელეგაციას კი ოლიმპიადაზე მოგებული მედლების რეკორდული მაჩვენებელი ექნება – 8.

პეტრიაშვილი ნახევარფინალში ირანელ ამირ ჰუსეინ ზარეს დაეჭიდა. პირველი პერიოდი ჩვენიანმა 0:3 წააგო, მაგრამ მეორე პერიოდში მეტოქეს ექვსი ქულა აართვა.

მანამდე, პეტრიაშვილმა, პირველ წრეში ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინელ დენ ჟივეი – 5:2.

მეორე ქართველმა ფალავანმა ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) კი, პირველივე შეხვედრა წააგო. ის  იტალიელ ფრანკ ჩამიზოსთან 1:5 დამარცხდა.

თუ ჩამიზო ფინალში გავიდოდა, კენჭაძეს რეპეშაჟში გაიყოლებდა და ბრინჯაოს შანსი ექნებოდა. თუმცა, ჩამიზო ნახევარფინალში დამარცხდა და ქართველი მოჭიდავე უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ტოკიოში ჯერ-ჯერობით შვიდი მედალი მოიპოვა – ორი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაო.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...