სერხიო რამოსი „რეალს” ემოციურად დაემშვიდობა. თავის მიმართვაში, 35 წლის ვარსკვლავმა თავიდან მშობლები ახსენა, შემდეგ კი გაიხსენა ის დღე, როდესაც პირველად ჩავიდა „სანტიაგო ბერნაბეუზე” და ემოციამაც მაშინ იმძლავრა.
დარბაზში ისხდნენ რამოსის ცოლი პილარ რუბიო და მათი ოთხი შვილი.
„მადრიდში მშობლების და და-ძმის დახმარებით ჩამოვედი, — თქვა რამოსმა, — მაშინ ბავშვი ვიყავი, დღეს კი შესანიშნავი ოჯახი მყავს, მეუღლე და ოთხი შვილი.
საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ოჯახთან ახლოს გადმოვსახლდი და ახლაც ამ დიდ ოჯახის წევრი ვარ, რომელიც ყოველთვის მხარში მიდგას”.
„მარკა” წერს, რომ რამოსის ოჯახის წევრები გულაჩუყებულები უსმენდნენ ამ სიტყვებს, თუმცა, პილარ რუბიო სიმშვიდეს არ ინარჩუნებდა.
რამოსის გამოსვლის შემდეგ, მთელმა ოჯახმა ერთობლივი ფოტო გადაიღო, ჯერ ფლორენტინო პერესთან ერთად, შემდეგ კი პრეზიდენტის გარეშე. „მარკა” ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს გაცილებით სჯობდა შაბლონური ფოტოს გადაღებას თასებთან და ჯიდოებთან ერთად.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
