კვარა!

კვარა!

„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-19 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება ცოტა კი დაგვიგვიანდა, თუმც მიზეზიც ობიექტურია  – კოვიდ პანდემია, რის გამო, შარშანდელი გამოკითხვაც ჩავარდა…

წლეულს, ისე როგორც წინა ორ ჯერზე, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში.

შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, 2017 წელს, „ლიდერბეთთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღვდგინეთ.

წლევანდელ გამოკითხვაში სარეკორდოდ ბევრი, 81 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ დაასახელეს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი… და საუკეთესო დებიუტანტი, რაც ჩვენი გამოკითხვისთვის სიახლეა.

ჟურნალისტებმა თავიანთი რჩეულები მაისში, ანუ სეზონის ბოლოს პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით დაასახელეს. ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა მარტივია – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამე – 1. ქულები ჯამდება, შედეგები კი საჯაროა.

მთავარ სათქმელსაც მივადექით: ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და რუსული „რუბინის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ვინც ჯამში 228 ხმა მოაგროვა. მას 81 დან 71-მა ჟურნალისტმა მიანიჭა პირველი ადგილი.

მეორე, ავსტრიული „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი; ხოლო მესამე ადგილი მედიამ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და ფრანგული „რეიმსის“ ნახევამცველ ჯაბა კანკავას არგუნა.

კლუბში თუ ეროვნულ გუნდში ბადალი არ ჰყავდა ხვიჩა კვარაცხელიას. სწორედ ის იყო საქართველოს ნაკრების ლიდერი, მთავარი ფეხბურთელი, მეგოლე, სული, გული და კიდევ რაც გენებოთ… არჩევანისას კი ჩვენი კოლეგების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ ეროვნულ გუნდსა და კლუბში (რომელსაც მალე დატოვებს) თამაშის ხარისხით იხელმძღვანელა…

May be an image of 2 ადამიანი, people playing sports და ტექსტი, რომელიც შეიცავს '18 1 ooking.com'მოკლედ, ხვიჩა კვარაცხელია 2020-2032 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია, რაც თავისთავად ძალიან ბევრს ნიშნავს და მით უმეტეს, ჭაბუკისთვის… აწი მან იცის და მისმა ბიჭობამ.

ნომინანტთა შორის სულ 20 ფეხბურთელია, მათგან მხოლოდ სამი თამაშობს ეროვნულ ლიგაში. და კიდევ, პირველად „სარბიელის“ გამოკითხვის ისტორიაში საუკეთესოთა შორის დაასახელეს ქალი ფეხბურთელი, ეს გახლავთ ლანჩხუთელი ირინა ხაბურზანია… დანარჩენი კი ამ ცხრილებში ნახეთ…

[table id=37 /]

[table id=38 /]

[table id=39 /]

ავტორის პროფილი

სარბიელი