რა აკეთოს უსაქმოდ დარჩენილმა 36 წლის კაცმა თუ სეზონის ბოლომდე ფეხბურთიდან გააძევეს? ქომაგის ჩაწიხვლისთვის „მარსელიდან“ მოკვეთილმა პატრის ევრამ საუცხოო გამოსავალი მოძებნა – ფორმის შესანარჩუნებლად „ჯიპი“ ჩაიბა, მის სახურავზე ფიზმომზადების მწვრთნელი შესვა და ასე მხიარულად, „ჯიპის“ თრევით ვარჯიშობს.
„ცხოვრება ზოგჯერ შეიძლება მძიმე გეჩვენოს, მაგრამ ღიმილი უნდა შეინარჩუნო“ – თქვა ფრანგმა, რომელიც უეფამაც დასაჯა და 2018 წლის ივნისამდე „თამაშგარე“ დატოვა.
იმედია, ასე ნავარჯიშები ფეხი რომელიმე ქომაგს აღარ მოხვდება.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
