ბასილაშვილის გზა რომიდან მოდის

Home კატეგორიის გარეშე ბასილაშვილის გზა რომიდან მოდის
ბასილაშვილის გზა რომიდან მოდის

Basilashvili completes perfect week with Doha title - Tennis Majorsსაქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა. ჩვენებურმა მასპინძელ მატე ბერეტინისთან 6:4; 3:6; 4:6 წააგო.

ბერეტინი ჩვენებურზე წინ არის რეტინგში და 2 დღის წინ მადრიდის მასტერსის ფინალშიც ითამაშა. ასე რომ ფავორიტად ბერეტინი ითვლებოდა. ეს პროგნოზი გამართლდა – მიუხედავად პირველი სეტის წაგებისა, იტალიელმა მაინც სათავისოდ შეატრიალა მატჩი.

პირველ სეტში ნიკოლოზი თავიდან 3:1 დაწინაურდა და საქმე მშვიდად მიიყვანა სეტის ბოლომდე. მეორეში კი, გადამწყვეტი დასაწყისშივე წაგებული საკუთარი მოწოდება იყო. მესამე სეტში ბრძოლა თანაბარი იყო, მაგრამ ბოლო მოწოდება, როდესაც 4:5 ჩამორჩა, მეტოქეს დაუთმო და ტუნირს გამოეთიშა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...