თავის ფეისბუქ გვერდზე ქალთა მსოფლიოს ექსჩემპიონი სიუზან (ჟუჟა) პოლგარი ძველ კეთილ დროს იხსენებს, როცა მალიორკაზე, 2004 წლის 36-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას მაია ჩიბურდანიძეს შეხვდა და ღირსეულ ბრძოლაში მოუგო. დები პოლგარების ტრიოდან უფროსის მიერ ატვირთულ ფოტოზე ჩანს ნონა გაფრინდაშვილიც, რომელიც ქართველის და უნგრელის პარტიას ყურადღებით ადევნებს თვალს.

უნგრელი მოჭადრაკე თავის პოსტში ქართველი ჩემპიონების მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს და აღნიშნავს, რომ ნონა იყო ვაჟთა შორის პირველი და მაია – მეორე დიდოსტატი. “თამაშამდე ყველანი ვიღიმოდით – წერს პოლგარი – მაგრამ ზარის ჩამოკვრისთანავე იწყებოდა საქმე და მხოლოდ საქმე”.
ავტორის პროფილი
- კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.
უახლესი პოსტები
დავთარი08/12/2021 | 11:31გამბიტი არ გამოვიდა
დავთარი28/01/2021 | 01:33მაგნუს, ვეღარ მაგნუსობ?
კატეგორიის გარეშე30/08/2019 | 11:43წკიპურტი მაგნუსს
კატეგორიის გარეშე10/08/2019 | 18:18იყო არაბეთს ბაადურ…
