სერბეთის სუპერლიგის მატჩში სუპერ საპროტესტო აქცია გამართა ჩაჩაკის „ბორაცმა“. გასულ კვირას სტუმრად სუბოტიცას „სპარტაკთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში ჩაჩაკელები იგებდნენ  (1:0) და მსაჯმა ტაიმის ბოლოს მასპინძლების სასარგებლოდ საეჭვო პენალტი დანიშნა. „ბორაცის“ ფეხბურთელები მსაჯს აუჯანყდნენ და სასტვენის მბრძანებელმა პასუხად ორი კაცი გაუძევა, „სპარტაკმა“ კი პენალტით გაათანაბრა.

9 კაცით დარჩენილი სტუმრები ჯერ თამაშის გაგრძელებას უარობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც გავიდნენ მოედანზე და პროტესტის ნიშნად თავის საჯარიმოსთან პოზიციები გაამაგრეს – მინდორზე დასხდნენ. ათწუთიანი მჯდომარე აქციის შემდეგ კი უცნაური ფეხბურთი გააჩაღეს – ბურთს უტყაპუნებდნენ ტრიბუნებისკენ და ასე გაჰყავდათ დრო, მაგრამ ცხრანი რას გახდებოდნენ, „სპარტაკმა“ ორი გოლი კიდევ გაიტანა და 3:1 მოიგო.

წილი
წინა სტატიარუსთავში ბევრი ფერია, გუნდი ჩემპიონია
შემდეგი სტატიაწართმეული ოლიმპიადა და გრძელი მოსახვევი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.