ლუკაშენკო არა, ისა…

Home აქეთურ-იქითური ლუკაშენკო არა, ისა…
ლუკაშენკო არა, ისა…

IIHF and Skoda sponsorshipჩეხურმა საავტომობილო გიგანტმა „შკოდამ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ 28 წლის განმავლობაში პირველად უარს იტყვის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორობაზე, თუკი 2021 წელს ტურნირს ბელარუსი უმასპინძლებს.

„ჩვენ ჰოკეის დიდი თაყვანისმცემლები ვართ და ვამაყობთ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებთან თანამშრომლობით, რომელიც 1992 წლიდან დღემდე გრძელდება. მაგრამ, ჩვენ ასევე პატივს ვცემთ ადამიანის უფლებათა ფუნდამენტალურ პრინციპებს და უარს ვამბობთ სპონსორობაზე, თუ ტურნირი ბელარუსში გაიმართება,“ – ეს განცხადება „შკოდას“ ოფიციალურ საიტზე დაიდო.

მანამდე სპონსორობა იუარა კიდევ ერთმა კომპანია „ნივეამ“.

გამისავალი? ტურნირის მიღებაზე მზადყოფნას ლატვიის დედაქალაქი რიგა გამოთქვამს, რომელიც ჩემპიონატის თანამასპინძელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბელარუსთან ერთად სტუმრების მიღება იქაც იუარეს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".