
1988 წელს გიო ქინქლაძე თბილისის “მრეტებში” თამაშობდა. 16 წლის ბიჭი ბუბა ტყავაძეს ფლეიმეიქერობას ეცილებოდა.
თამაშს არ ვაცდენი. ლამის „დინამო“ დამავიწყეს. ამ ორის გარდაც სულ ჯიგრიანი ბიჭები ჰყავდათ…
უბანში ძმაკაცებს ვეხვეწებოდი, წამოდით სტადიონზე – მესხის მერე რომ არ დაბადებულა, ისეთი ბიჭი დაბადებულა მეთქი…
მერე „დინამო“…
მერე „ზაარბრუკენი“…
მერე „ბოკა“…
მერე „სიტი“…
მერე კანტონა, ის და ჟინოლა – პრემიერლიგის სამი საუკეთესო სტუმარი…
მერე მხოლოდ ალან შირერზე ნაკლები ხელფასი დააა… ქვედა დივიზიონი!
ჰო, „აიაქსი“ და რაღაც ხურდა გუნდებიც იყო, მაგრამ გიო ის გიო აღარ იყო, ათ წამში მსოფლიო საოცრებებს რომ ქმნიდა. წონის პრობლემამაც შეაწუხა…
მაგრად დამწყდა გული, რომ დიეგო არმანდოს არ დაუჯერა – თუ ქინქის პირველი კალიბრის ვარსკვლავობა უნდა, თავისი ბიჭობა იტალიის სერია ა-ში უნდა დაამტკიცოსო.
წლების მერე ქინქლაძე ნაკრებში მოლდოვასთან ამხანაგური ბურთაობისას დაბრუნდა. ნამატჩევს მერაბ ჟორდანიამ მე, კობა ინასარიძეს და მერაბ მამულაშვილს გვთხოვა, იქნებ თბილად დაწეროთ, რომ გიო დიდი ფეხბერთისკენ მოვაბრუნოთო.
თანამშრომელს ვთხოვე.
მე ვერ დავწერე…
იმ ოცნების წართმევა ვერ ვაპატიე, 16 წლისამ რომ გაგვიჩინა…
გენიოსი, მაგრამ ჭირვეული…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
