ეს ფოტო, რომელიც 1959 წელს თბილისშია გადაღებული, თავისთავად საინტერესო და ისტორიული ღირებულებისაა.
ის ძველ „დინამოზეა“ გადაღებული ნახსენები წლის 23 ივნისს, როდესაც „დინამოსთან“ სათამაშოდ ფრანგული „რეიმსი“ ჩამოვიდა.
ახალგაზრდა თაობისთვის „რეიმსი“ ისე არ ჟღერს, როგორც ვთქვათ, პსჟ ან „ლიონი“, თუმცა იმ დროს, როდესაც ეს ფოტოა გადაღებული, „რეიმსი“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. მეტი რა ვთქვათ: სწორედ იმ 1959 წელს „რეიმსმა“ ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა და ამ უმთავრესი ტურნირის სულ პირველი გათამაშების (1956) ფინალისტიც იყო.
ერთი სიტყვით, იმ ძველ „დინამოზე“ ძველი დროის დიდმა გუნდმა ითამაშა ამხანაგურად.
ანგარიში? 5:2 „დინამოს“ სასარგებლოდ!
და კიდევ. კაცი, რომელიც ამ ფოტოზე კამერაში იყურება, თვით ჟიუსტ ფონტენია. საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა, რომელმაც 62 წლის წინ დღემდე დაუმხობელი რეკორდი დაამყარა და ეჭვი გვაქვს, ის რეკორდი ვერასდროს დაემხობა. მაშინ, 1958 წელს, შვედეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ფონტენმა 13 ბურთი გაიტანა. ამ შედეგს ვეღარავინ მიუახლოვდა.
ბოლოს კი ვთვათ, რომ ამ ფოტოს ავტორი ჩვენთვის უცნობია. თავად ფოტო კი ქართული სპორტის მემატიანის, დემიკო ლოლაძის გვერდზე შეგვხვდა.

ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
