ურუგვაიმ სიმბოლო გაუშვა

Home კატეგორიის გარეშე ურუგვაიმ სიმბოლო გაუშვა
ურუგვაიმ სიმბოლო გაუშვა

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ნაკრების მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი. 73 წლის ტაბარესი ურუგვაული ფეხბურთის სიმბოლოა, 2006 წლიდან მოყოლებული მუშაობდა პოსტზე და ამ ხნის განმავლობაში სელესტემ რასაც მიაღწია, ყველამ იცის…

ფედერაციას კორონავირუსის გამო დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა და მთლიანობაში, 400-მდე ადამიანს გაუწყვიტა ხელშეკრულება. მათ შორის ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესსაც, ვისი მოხსნის მიზეზიც, ცხადია, შედეგები არ და ვერ იქნებოდა, ეს ამბავი უფრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოძახილია..

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.