საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა დაასრულა, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი დაგვიტოვა. ჯგუფში საფრანგეთთან გამარჯვებამ კონტინენტის საუკეთესო თორმეტ გუნდში გაგვიყვანა. მართალია, საბერძნეთსა და იტალიასთან დავმარცხდით, თუმცა აქ ძალთა ბალანსი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ გამარჯვების მოთხოვნა მეტისმეტი იქნებოდა.
1/8 ფინალში საქართველო რუსეთს დაუპირისპირდა. შეხსენება არავის სჭირდება, ეს შეხვედრა რამდენად პრინციპულ მნიშვნელობას ატარებდა. პირველი ტაიმი მეტოქემ მოიგო – 6:9, მეორეში კი ჩვენებმა უკეთ ითამაშეს – 7:5.
საბოლოოდ, რუსეთის სასარგებლოდ – 13:14. ამ ანგარიშზე, წამებით ადრე, საქართველოს ნაკრები უტევდა, მარკო იელაჩა შორიდან ურტყამდა, თუმცა ეს შანსი ვერ გამოიყენა.
ფავორიტი რუსეთის ნაკრები იყო, მაგრამ ჩვენმა წყალბურთელებმა დაამტკიცეს, რომ უფრო ძლიერ მეტოქესთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლიათ. რუსეთმა კი მოგვიგო, მაგრამ თავში არ წამოურტყამს.
საქართველოს მხრიდან გოლები გაიტანეს: იელაჩა – 3; ბარალდი – 3; ცეპულა – 2; რურუა – 2; ვაპენსკი – 2; მაგრაქველიძე – 1.