40 წლის მარიკე ვერვორტი კუნთების უკურნებელი და პროგრესირებადი სენით იყო დაავადებული და პერიოდულად ეპილეფტიკური შეტევებიც ჰქონდა. სპორტსმენმა დოკუმენტზე, რომელიც სიცოცხლესთან ნებაყოფილობით გამოთხოვებას ითვალისწინებდა, ხელი ჯერ კიდევ 8 წლის წინ მოაწერა. ეს უფლება კი მან ახლა გამოიყენა. ბელგიაში ევთანაზია 2002 წლიდან ნებადართულია.
თავად ვერვორტი ამბობდა, რომ აუტანელი ტკივილების გამო ღამით მხოლოდ 10 წუთი თუ ახერხებდა დაძინებას.
მარიკე ვერვორტი ლონდონის და რიოს პარათამაშების მონაწილე გახლდათ და ეტლით შეჯიბრში ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი იყო.