ესპანეთში, ლა ლიგის ფეხბურთელების სახლებს თითქმის ყოველდღე ძარცვავენ. რამდენიმე დღის წინ, მადრიდული დერბის მიმდინარეობისას კაზემიროს სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც მისი ცოლ-შვილი შინ იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, ბრაზილიელის ოჯახს არაფერი დაშავებია.
ამჯერად, მძარცველები მეორე მადრიდული გრანდის, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის თომას პარტეიისს სახლს ესტუმრნენ. ეს მაშინ, როდესაც ფეხბურთელი „ლოკომოტივთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოსკოვშია წასული. უპატრონოდ სახლი არც ახლა იყო, მასში განელი ფეხბურტელის მეუღლე იმყოფებოდა.
სწორედ ეს გახდა მიზეზი, რამაც ლუკას ვასკესის მეუღლე მაკარენა როდრიგესი აიძულა ეს სიტყვები სოციალურ ქსელში დაეწერა:
„ყოველ დღე ერთი და იგივე. სახლში მშვიდად ცხოვრება როდის შემეძლება? როდის გავბედავ სამსახურში წყნარად წავიდე?“
ხერარდ პიკე, არტურ მელო, ხოაკინი, ხორდი ალბა, ქარიმ ბენზემა, ალვარო მორატა… ეს ლა ლიგის ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მძარცველების მსხვერპლნი გახდნენ.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/05/2026 | 20:26შეკრება თექვსმეტმა დაიწყო
კატეგორიის გარეშე20/04/2026 | 00:50კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
კატეგორიის გარეშე19/04/2026 | 18:24თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 21:36მოქმედი ვიცე გახდა…
