იშვიათია, წილისყრაში და ტურნირის მსვლელობისას ასე გაგიმართლოს. ნიკა ბასილაშვილს ისეთი სატურნირო ბადე გამოუვიდა, მერვედფინალამდე ცეკვა-ცეკვით უნდა მისულიყო, მაგრამ მსოფლიოს 118-ე ჩოგანთან, გერმანელ კოეპფერთან მრავალნაცადი ქამბექი არ გამოვიდა და ოთხ სეტში დამარცხდა.
არადა, მომდევნო მეტოქე რუსი დანილა მედვედევი უნდა ყოფილიყო. რუსს კარგი სეზონი კი აქვს,მაგრამ დაუძლეველი ბარიერი სულაც არ არის.
მერე? მერე წესით მეოთხედფინალი და ჯოკოვიჩი იქნებოდა, მაგრამ სერბი მხრის ტრავმის გამო ტურნირიდან მოიხსნა და მეოთხედფინალში მობერებული შვეიცარელი სტენ ვავრინკა გაატარა, ვინაც ძველებურად მონსტრი ვეღარ არის.
აი, ასე! დიდი სლემის ნახევარფინალი და როჯერ ფედერერთან ჯახი სავსებით რეალური იყო. თუმცა, უკვე გვიანია თითზე კბენანი, შარშან მეოთხე წრეში გასვლისთვის მიღებული ქულებიდან კი დაახლოებით ნახევარი ბასილაშვილს მომდევნო ორშაბათის რეიტინგში ჩამოაკლდება. მაშინ, მოგეხსენებათ, მერვედფინალში რაფაელ ნადალს ეომა და სეტიც აართვა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
