ედენ აზარი ოფიციალურად „რეალის“ მოთამაშეა

Home კატეგორიის გარეშე ედენ აზარი ოფიციალურად „რეალის“ მოთამაშეა
ედენ აზარი ოფიციალურად „რეალის“ მოთამაშეა

ედენ აზარი ოფიციალურად გახდა “რეალის” მოთამაშე. 28 წლის ბელგიელმა, რომელიც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

აზარი „რეალში“ ლონდონის „ჩელსიდან“ გადავიდა, რომელთან ერთადაც ორჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ასევე ევროპა ლიგა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 100 მილიონი ევრო შეადგინა.

ედენ აზარი: “ისეთ კლუბებში, როგორიც „რეალია“, ყოველთვის ბევრი ვარსკვლავია. მთელი გუნდი ვარსკვლავურია. ჩემთვის, როგორც მოთამაშისთვის ეს ახალი როლია. „ჩელსიში“ ყველაფერი სხვანაირად იყო. მე იქ 7 წელი ვითამაშე. ახლა კი თანდათანობით ახალ კოლექტივს ვეჩვევი. მაგრამ ამასთანავე ზუსტად ვიცი რა სარგებლის მოტანა შემიძლია გუნდისთვის.”

სანტიაგო ბერნაბეუზე ედენ აზარის წარდგენას 50 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

ავტორის პროფილი

გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.