ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. გაივლის კვირა და იცი, რომ აუცილებლად მოვა ინფორმაცია ნეიმარის ტრავმის შესახებ. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ბრაზილიის ნაკრები “კოპა ამერიკისთვის” ემზადება და ნეიმარმა წეღან დაწყებული ვარჯიში შეწყვიტა – მუხლში დისკომფორტს ვგრძნობო. ექიმებმა გასახდელამდე მიაცილეს და გამოკვლევა დაუნიშნეს. ბოროტმა ენებმა თქვეს, ნეიმარის დისკომფორტი მუხლის კი არა, იმის ბრალია, კაპიტნობა რომ ჩამოართვეს და დანი ალვეშს გადასცესო. ვერ ივარგა ბუტია ვარსკვლავმა კაპიტნად. არც ის გამორიცხოთ, მთავარ მწვრთნელ ტიტეზე გაბრაზებულმა “კოპაზე” საერთოდ არ იბურთაოს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?