„რაიო ვალეკანოსთან” 0:1 დამარცხების შემდეგ „რეალის” უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე გუნთან ერთად არ დაბრუნდა.
გაბრაზებულმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელებს დასასვენებლად და დასაფიქრებლად ორდღენახევარი მისცა. ეს რომ გაიგო, ბეილმა ზიდანს მყისვე, სტადიონიდან მადრიდის ბარახას აეროპორტში გამგზავრების უფლება სთხოვა, სადაც მას კერძო თვითმფრინავი ელოდა.
მადრიდული გაზეთი „მარკა” წერს, რომ ამის შემდეგ ბეილი ავტობუსში აღარ ასულა, ის დაქირავებულ მანქანას ელოდა, რომელმაც აეროპორტში წაიყვანა. ამრიგად, ბეილი გახლდათ „რეალის” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ბაზაზე გუნდთან ერთად არ დაბრუნდა.
მოგეხსენებათ, გარეთ ბეილს „ლოს ბლანკოსში” წყალი შეუდგა და ზაფხულში სავარაუდოდ სხვა კლუბში გადავა.
„რაიო ვალეკანოსთან” წაგების შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე ზიდანს მისი ცუდი თამაშის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა:
„არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ის გონებით მადრიდში იყო. ჰკითხეთ, როცა შეხვდებით”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
