
ზინედინ ზიდანის ნაამბობიდან:
… მადრიდში ვართ, პრადოს მუზეუმში, მე, მარსელო და რონალდუ. მეორე დღეს თამაში გვაქვს ბეტისთან. მანამდე შინ ვერ მოვუგეთ ლევანტეს და ვალენსიას. უეჭველი ვიცით რომ ბეტისთან ფორით ერთიანი იწერება, მარა მარსელოს ვეუბნები, შეირბინე აბა, ახლო,რომელიმე ტოტალიზატორში, ხალხი რას წერს-თქო. წავიდა მარსელო და მოვარდა აქოშინებულ-გაფითრებული, ხელში ფურცელი უჭირავს. რონალდუ გაეხუმრა, რა არი, მესი ხო არ შეგხვდაო. არაო, მარსელომ, ფლორენტინო პერესი გამოვიდა ტოტალიზატორიდან და ეს ბილეთი გაუვარდა ხელიდან, ავიღე და გამოვიქეციო. გამოვართვი ბილეთი და შევინახე. რა იცი, როდის გამომადგეს თქო. 20 წელი გავიდა იმის მერე და როგორ წავაგეთ მეორე დღეს ბეტისთან, ახლაც ვერ ვხდები. დაგვთარსა პერესმა, ალბათ.
20/09.2017 1 x 2
real madrid – real betis 2 (15.0)
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
