ლორის კარიუსი წავიდა

Home სიახლეები ლორის კარიუსი წავიდა
ლორის კარიუსი წავიდა

შეთანხმება შედგა: ლორის კარიუსი ორი წლით „ბეშიქთაშში” ითამაშებს! „ლივერპული” გერმანელ მეკარეს სტამბოლის გუნდში იჯარის წესით უშვებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში უხეში შეცდომებით თავგამოჩენილი გოლკიპერი დღეს, ოჯახის წევრებთან და ერთგულ მრჩეველ ფლორიან გოლთან ერთად მანჩესტერის კერძო აეროპორტიდან თურქეთის დედაქალაქს გაემგზავრა.

კარიუსმა მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ახალშეძენილ ალისონთან წააგო. „ლივერპულმა” ალისონში 62 მილიონი ევრო გადაიხადა. „ბეშიქთაშის” შემადგენლობაში კი მეკარე თავის გამოჩენას და გერმანიის ნაკრებში მოხვედრას იმედოვნებს. აგრეთვე კარიუსს დიდი შანსი აქვს თურქეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს.

კარიუსი მანჩესტერის აეროპორტში

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...