
ერთ დროს ლევან ცაგურიას მიერ იაპონელთა სათაყვანებელ სუმოშიგადადგმულ პირველ ნაბიჯებს ერთგვარი არასერიოზულობით და ირონიითაც კი აღვიქვამდით. მერე კოკაიდ მონათლული ლევან ცაგურიას კვალს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) დაადგნენ. წელს „ტოჩინოშინის“ მიერ იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარობამ პიკს უწია.
სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ოლიმპიური სახეობა არაა, სუმო სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით ვერ დაიკვეხნის. ამის ფონზე გამოჩნდა ხალხი, რომლის სურვილიც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და მის ბაზაზე ახალგაზრდობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ჩამოყალიბებაა.
შპს „სუმო“-ს დამფუძნებლები შპს „გაზეთი სარბიელი“და კერძო პირი ვიტალი ნიშნიანიძე არიან.
გეგმები მასშტაბურია. პირველ ეტაპზე იგეგმება ყველა დაინტერესებული მხარის ძალისხმევის სინქრონიზება და არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვა. პერსპექტივაში სპორტული ცენტრის შექმნამ ეს ძალისხმევა უნდა დააგვირგვინოს – სუმო ხომ სპორტის პოპულარული სახეობის გარდა, აღმოსავლური ფილოსოფიისა და კულტურის ნაზავიცაა, რაც მომავალი თაობის ჰარმონიული აღზრდის ერთ-ერთ საფუძვლად შეიძლება იქცეს.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
