უცნაურია: „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან” შეხვედრის ბილეთების გაყიდვა უჭირს. აგერ უკვე ორი დღე გავიდა, რაც „ეტიჰედზე” „სალარო გაიღო”, მაგრამ თავისუფალი ადგილები ჯერ ისევ არის. შედარებისთვის: „სანტიაგო ბერნაბეუზე” „იუვენტუსთან” შეხვედრის ბილეთები 8 წუთში გაიყიდა. წუთებისას ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ხელცარიელი გულშემატკივარი ევროპის სხვა მეოთხედფინალისტ ქალაქებშიც გადამყიდველების იმედადღაა.

მიუხედავად იმისა, რომ „სიტი” არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს, „ეტიჰედი” ცნობილია როგორც სარბიელი, სადაც ტრიბუნებზე ცარიელი ადგილები რჩება. თუმცა, ერთია პრემიერლიგის რიგითი შეხვედრა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი მეორე.
„სიტი” „ლივერპულს” 10 აპრილს მასპინძლობს. ეს იქნება მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა. პირველი თამაში 4 აპრილს „ენფილდ როუდზე” გაიმართება, სადაც ბილეთები თვალის დახამხამებაში გაიყიდა.
„მანჩესტერ სიტი” და „ლივერპული” მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში, ორჯერ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ წრეში, მანჩესტერში, „სიტიმ” 5:0 მოიგო, მეორეში კი „ლივერპული” საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე 4:1-ს იგებდა, მაგრამ თამაში 4:3 დამთავრდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
