შვიდიდან შვიდი

შვიდიდან შვიდი

„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

გაუმაძღარი ფიფა გაფართოებაზე ფიქრობს

გაუმაძღარი ფიფა გაფართოებაზე ფიქრობს

ფიფა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წარმატებამ იმდენად მოხიბლა, რომ გადაწყვიტა შეჯიბრება განავითაროს. მოგეხსენებათ, 2025 წლის ზაფხულში მას აშშ-მ უმასპინძლა. გაიმარჯვა „ჩელსიმ’’. კლუბთა შემდეგი მუნდიალი 2029 წლისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ ამბობენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის შეფებს მისი უფრო ხშირად, კერძოდ ორი წელიწადში ერთხელ ჩატარება უნდათ. სად გაიმართება მომდევნო ჩემპიონატი? ეს ჯერ ცნობილი არ არის. ნამდვილი, ნაკრებთა მუნდიალი სამ ქვეყანაში – პორტუგალიაში, ესპანეთსა და...

ზურიკო ლიგა 1-ისკენ მიიწევს

ზურიკო ლიგა 1-ისკენ მიიწევს

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა’’ „ლავალს’’ 2:1 მოუგო. შეხვედრა მასპინძლებისთვის იდეალურად დაიწყო: ბენ ოლდმა ბურთი შორეულ ძელთან ჩააწოდა, ილიე არაჯმა კი ხელით ითამაშა. მსაჯმა სამართლიანად დანიშნა პენალტი, რომელიც დავითაშვილმა გაიტანა. ქართველი თავდამსხმელის გოლმა „ჟოფრუა გიშარზე’’ შეკრებილი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. პირველ ტაიმში „სენტ ეტიენი’’ მოწინააღმდეგეს სჯობდა და 30-ე წუთზე ზურიკოს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლა, რის მერეც...

ქართველების ერთად ყოფნა… პარიზში

ქართველების ერთად ყოფნა… პარიზში

იმაში, რომ „პარი სენ ჟერმნმა’’ აუტსაიდერ „მეცს’’ შინ 3:0 მოუგო განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს იყო გამორჩეული შეხვედრა, რადგან საფრანგეთის ლიგა 1-ში 11 წუთის განმავლობაში მოედანზე ერთბაშად ოთხი თანამემამულე იხილა: მასპინძელთა მხრიდან ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო სტუმართა მხრიდან სამი გიორგი – წიტაიშვილი, აბუაშვილი და ქვილითაია. თავიდან მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა. 64-ე წუთზე მას კვარაცხელია დაემატა, შემდეგ აბუაშვილი და ბოლოს ქვილითაიაც. 89-ე...

აპოლო ჯგუფში ჩარჩა

აპოლო ჯგუფში ჩარჩა

კონფერენციის ლიგის გათამაშებაში „აპოლომ“ ჯგუფური ეტაპი სამი ფრის შემდეგ, ფრანგულ „მონპელიესთან“ 20:13 მოგებით დაასრულა, მაგრამ ეს ფლეი ოფში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. „აპოლომ“ პირველი მეოთხედი 5:3 მოიგო, რის შემეგ უპირატესობას მეთოდურად ზრდიდა და საბოლოოდ, შვიდი ბურთით იმარჯვა. ამ მოგებით შვიდი ქულა გაუხდა და გაირკვა, რომ ხუთგუნდიან, C ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. არადა, ძირითად დროში თამაში არ წაუგია. D ჯგუფში სამი...

ავჭალისთვის ბრძოლაც მოგებულია!

ავჭალისთვის ბრძოლაც მოგებულია!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩიც ბონუსით მოიგო – ესპანელ „ლომებს“ სამის წილ 6 ლელო გაუტანა და 42:30 იმარჯვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისში, „ავჭალაზე“ გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს „ა“ ჯგუფი მოაგებინა, რის შედეგადაც 2 კვირაში ტურნირის ნახევარფინალი კვლავაც ავჭალაში გაიმართება, ოღონდაც მეტოქე მოგვიანებით გამოგვივლინდება რუმინეთს, გერმანიასა და ბელგიას შორის. თებერვლის მიწურულის დარში გამართული...

აპოლო პენალტებში დამარცხდა

აპოლო პენალტებში დამარცხდა

წყალბურთელთა კონფერენციის ლიგაში „აპოლომ“ ძირითად დროში მესამე ფრე ითამაშა და პენალტების სერიაში მეორედ წააგო. ჩვენი გუნდი ამჯერად იტალიურ „დე აკერთან“ დამარცხდა – 15:16 და ჯგუფიდან გასვლა გაირთულა. არადა, მოსაგები თამაში იყო: პირველი მეოთხედში 5:3 წავიყვანეთ, მაგრამ ეს უპირატესობა მეორე მეოთხედში გავანიავეთ და დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბრად გავიდნენ – 7:7. კარგი გვქონდა მესამე მეოთხედიც და 10:8 დავწინაურდით. ორბურთიან უპირატესობას ვინარჩუნებდით ბოლო...

ალისონის და მამარდას ამბავი

ალისონის და მამარდას ამბავი

ფრანგი მცველი იბრაჰიმა კონატე „ლივერპულთან’’ კონტრაქტის ბოლო თვეებს ითვლის. ფეხბურთელის წარმომადგენლები მერსისაიდული კლუბის დირექტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მხარეებს შორის შესაძლოა ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს. იგივე ვითარებაა შოტლანდიელ ენდი რობერტსონთან დაკავშირებითაც. მერსისაიდელები ფრთხილობენ. მათ არ უნდათ გაიმეორონ ისეთივე შეცდომა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან დაკავშირებით რომ მოუვიდათ, როდესაც ეს უკანასკნელი „რეალში’’ გადავიდა. საიტმა This is Anfield დათვალა, რომ 2027 და 2028 წლებში „ლივერპულთან’’ კონტრაქტის ვადა ამოეწურება...

პარი სენ ჟერმენი ისეთივეა, როგორიც შარშან?

პარი სენ ჟერმენი ისეთივეა, როგორიც შარშან?

„პარი სენ ჟერმენს’’ ხშირად ადარებენ ერთი წლის წინანდელ საკუთარ თავს და ეს ბუნებრივია. 2025 წლის დასაწყისში ლუის ენრიკეს გუნდი განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობდა. მან ეს დონე დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში შეინარჩუნა, შემდეგ კი გულშემატკივარს გაუჩნდა ეჭვი, რომ პარიზელთა თამაშის ხარისხი ძველებური აღარ იყო. „მეცთან’’ შეხვედრის წინა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გუნდის ესპანელ მწვრთნელს ლუის ენრიკეს სხვა თემებთან ერთად ამაზეც მოუხდა ლაპარაკი. „ძნელია...

აპოლომ ხორვატები დაამარცხა

აპოლომ ხორვატები დაამარცხა

წყალბურთელთა კონფერენციის ლიგაში ქართულმა კლუბმა პირველი გამარჯვება მოიპოვა – „აპოლომ“ პენალტების სერიაში ხორვატული „პრიმოერიე რიეკა“ დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა. პირველი ტაიმი ქართული გუნდის იყო და ანგარიშს აკონტროლებდა. შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და თამაშზე კონტროლი უკვე ხორვატებმა დაამყარეს. „აპოლომ“ თამაში ბოლო წამზე გატანილი გოლით გადაარჩინა და ძირითადი დრო 13:13 დამთავრდა. პენალტების სერია ხანგრძლივი გამოდგა და „აპოლომ“ 10:9 იმარჯვა. შეგახსენებთ,...

მამუ თამაშობს, გოგა სკამზეა…

მამუ თამაშობს, გოგა სკამზეა…

NBA-ში რეგულარული სეზონი განახლდა. თითქმის ერთკვირიანი უქმობის შემდეგ ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ, მაგრამ ერთი ჩვენებური პარკეტზე არ გასულა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „საკრამენტოს“ 131:94 აჯობა. „ჯადოქრების“ მწვრთნელმა კი, მოედანზე ბითაძის გარდა ყველა კალათბურთელი შეუშვა. ეს კი არ არის დამაიმედებელი ამბავი, როდესაც „გარბიჯ თაიმშიც“ სათამაშო დრო არ ეძლევა. „ორლანდოს“ კი, 29 მოგების წილ, 25 მარცხი აქვს და კონფერენციაში მეშვიდე...

ესპანეთთან ოცდამერვე

ესპანეთთან ოცდამერვე

რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატმა, როგორც იქნა, საქართველომდე მოაღწია – შაბათს, მიმდინარე გათამაშებაში პირველად, საქართველოს ბორჯღალოსნები მშობლიურ „ავჭალაზე“ ითამაშებენ. „ა“ ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი 15 საათზე დაიწყება და მარკო ბორტოლამის ბიჭების მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. ორივე გუნდმა საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და შაბათის ჯახი მხოლოდ იმას დაადგენს, თუ ვინ ითამაშებს ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე და ვინ – სტუმრად. საქმეს ისეთი...

ესპანეთში ერთმანეთს დაერივნენ

ესპანეთში ერთმანეთს დაერივნენ

ესპანეთის საკლუბო ფეხბურთში ერთხანს მშვიდობა სუფევდა. ისტორიულად დაპირისპირებული კლუბები თითქოსდა აღარ მტრობდნენ ერთმანეთს, რაც უპირველეს ყოვლისა სუპერლიგის პროექტით იყო განპირობებული, მაგრამ აი, ჩაიშალა ეს პროექტი და მათ კვლავ ხმლები იშიშვლეს. „რეალისა’’ და „ბარსელონას’’ გაუთავებელ ქიშპობაზე ბევრი დაწერილა, ახლა კი მადრიდის ორი კლუბის „რეალისა’’ და „ატლეტიკოს’’ კონფლიქტზეც დაიწყეს ლაპარაკი. საქმე ის არის, რომ ესპანეთის დედაქალაქის ორ კლუბს შორის არსებობდა ეგრეთწოდებული პაქტი...