„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

იამალის პირველი ჰეთ თრიკი და მიქაუტაძის მაღალი შეფასება
AS: მიქაუტაძე პასს იშვიათად იღებდა. ის იზოლირებული იყო. ქართველი ბურთის ძიებაში უკან ჩარბოდა, მაგრამ შემოტრიალებას და მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. მას სივრცე აკლდა’’. „ვილიარეალმა’’ ბარსელონაში 1:4 წააგო. ამ შეხვედრაში ლამინ იამალმა კარიერის პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა, 37-ზე კი მეორე შეაგდო. შესვენების შემდეგ, 49-ე წუთზე, სენეგალელმა პაპე გუიემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 69-ზე იამალმა მესამეც...

ლუის ენრიკე: ზაბარნიმ ყველაზე კარგად ითამაშა
მართალია ოთხშაბათს „მონაკოსთან’’ და შაბათს „ლე ავრთან’’ „პარი სენ ჟერმენის’’ თამაში უზადო არ ყოფილა, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ლუის ენრიკეს გუნდისთვის გასული კვირა თითქმის იდეალური გამოვიდა. პსჟ ჯერ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, შემდეგ კი ლიგა 1-ის ცხრილში ოთხქულიანი უპირატესობით დამკვიდრდა პირველ ადგილზე. „ლე ავრთან’’ მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. – რაზე ამახვილებს ყურადღებას ისეთი პერფექციონისტი მწვრთნელი როგორიც თქვენ...

პსჟ-მ მოიგო, კვარამ – მოინდომა
„პარი სენ ჟერმენმა’’ სტუმრად „ლე ავრთან’’ მოგებით მთავარი საქმე გააკეთა ― სამი ქულა ჩაიწერა და ცხრილში „ლანსს’’ უკვე 4 ქულით უსწრებს. პარიზელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ ინიციატივას, რის პირდაპირი მტკიცებულებაც გახლავთ ის, რომ მედიამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ერთხმად და სამართლიანად დაასახელა მასპინძელთა მეკარე მორი დიავი. სენეგალელმა 7 დარტყმა მოიგერია, მათ შორის დეზირე დუეს მიერ 79-ე წუთზე დარტყმული პენალტი. მატჩის ერთადერთი...
![Giorgi-Guliashvili-1 გულიაშვილის ბენეფისი ესპანეთში [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Giorgi-Guliashvili-1.jpg)
გულიაშვილის ბენეფისი ესპანეთში [VIDEO]
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „რასინგში“ გადასვლის შემდეგ გიორგი გულიაშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სანტანდერელები სტუმრად ლა ლიგაში გადასასვლელად უშუალო კონკურენტ „კასტელონს“ შეხვდნენ და 3:1 დაამარცხეს. გიორგი გულიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ეს არცაა გასაკვირი – ქართველმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლუის ენრიკე: მზად ვარ თავადაც გავიდე მოედანზე
„მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის შეხვედრიდან სამ დღეში „პარი სენ ჟერმენი’’ ლიგა 1-ს უბრუნდება. ცხრილის სათავეში მოქცეული პარიზელები ჰავრში გაემგზავრნენ და გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იქ გამართა პრეს-კონფერენცია. – ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსი’’ შეგხვდათ. როგორია თქვენი რეაქცია? – საუცხოო კენჭისყრაა, ჩვენ გახარებულები ვართ. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მაგრამ შურისძიებაზე (კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხის გამო) ლაპარაკიც არ არის. ეს სხვა...

ხვიჩას თამაშს გადაუდებენ
„პარი სენ ჟერმენს’’ სავარაუდოდ თამაშს გადაუდებენ. ლაპარაკია „ნანტთან’’ შეხვედრაზე, რომელიც თავდაპირველი კალენდრის თანახმად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორ მატჩს შორის უნდა გამართულიყო. მოგეხსენებათ, პსჟ-ს კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსი’’ არგუნა, ლონდონელებთან ორ შეხვედრას შორის კი, 26-ე ტურში საფრანგეთის ჩემპიონს „პარკ დე პრენსზე’’ „იადონებისთვის’’ უნდა ემასპინძლა. პარიზელების პირველი დაპირისპირება „ჩელსისთან’’ 11 მარტს საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება, ხოლო საპასუხო 17 მარტს ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე’’. „ნანტთან’’...

მარტივი მოგება დანიაში
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია სტუმრად დიდი ანგარიშით 89:71 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. უღიმღამო და ქულამწირი პირველი მეოთხედის (12:12) შემდეგ ჩვენმა გუნდმა ძალიან მოუმატა. მეორე მეოთხედი 27:20 მოიგო, ხოლო მესამე მეოთხედში 38:25 იმარჯვა და მატჩის ბედი ვადაზე ადრე გადაწყვიტა. მეოთხე პერიოდში წავაგეთ, მაგრამ ამ ფაქტს საერთო გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია. მით უფრო, რომ ალექსანდრ ჯიკიჩმა...

ორი დიდებული
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილისყრა გაიმართა. ორი დიდებული დაპირისპირება მივიღეთ: პსჟ – „ჩელსი“ და „რეალი“ – „სიტი“. დანარცენი გუნდები კი ასე დაწყვილდნენ: „გალათასარაი“ – „ლივერპული“, „ატალანტა“ – „ბაიერნი“, „ნიუკასლი“ – „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ – „ტოტენჰემი“, „ბოდო გლიმტი“ – „სპორტინგი“, „ლევერკუზენი“ – „არსენალი“. პირველი მატჩები 10-11 მარტს გაიმართება, საპასუხოები 17-18 მარტს.

ხვიჩა უეფას სიმბოლურში
ხვიჩა კვარაცხელია უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. შეგახსენებთ, ხვიჩას პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში 5:4 მონაკო დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 2:2 მორჩა, ჩვენიანი შემტევი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მეორე გატანილი გოლითაც გამორჩა. უეფამ სათანადოდ დააფასა კვარას გარჯა და სიმბოლურ გუნდის მარჯვენა ფლანგზე მიუჩინა ადგილი. ობლაკი (ატლეტიკო); ძაპაკოსტა (ატალანტა), ბიორტუფტი (ბოდო გლიმტი), ტაპსობა (ლევერკუზენი), მაკკენი (იუვენტუსი);...

ვინისიუსი სიტის მონდომებია
ბოლო რამდენიმე კვირაა ვინისიუს ჟუნიორი შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ მისი „რეალში’’ დარჩენა-არ დარჩენის საკითხი შესაძლოა კვლავ მძაფრად წამოიჭრას. ადრეც გვითქვამს, რომ ბრაზილიელს მადრიდელებთან კონტრაქტის თანახმად კიდევ 18 თვე აკავშირებს. მართალია თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკებები ზაფხულში უნდა გაიმართოს, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ის წარმატებით დამთავრდება. „რეალს’’ ვარსკვლავის შენარჩუნება ძალიან უნდა, მაგრამ მისი მადის დაკმაყოფილებას ალბათ ვერ შეძლებს. ამასობაში, გამოჩნდნენ...

მონაკოს ცხრა წითელი
არ ცხრება ლაპარაკი „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში მონაკოელი მამადუ კულიბალის გაძევების შესახებ. ცეცხლზე ნავთს ასხამს რომ სებასტიან პოკონიოლის გუნდიდან ფეხბურთელი ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ რაუნდშიც გააგდეს. „ლუი მეორეზე’’ წითელი ბარათო რუსმა ალექსანდრ გოლოვინმა მიიღო. შედეგად, გამოვიდა, რომ „მონაკომ’’ დედაქალაქელებთან ორივე მატჩი კაცნაკლულმა დაამთავრა და ორივე შემთხვევაში გაძევებამ თამაშის მსვლელობა პარიზელთა სასარგებლოდ შეცვალა. რა მოხდებოდა „პარკ დე პრენსზე’’ კულიბალი...

კაცი, რომელიც კანკალებდა
ეს იყო ბრძოლით, რთულად მოპოვებული გამარჯვება. პსჟ მერვედფინალში გავიდა. პარიზელებმა კარგად ჩატარებული მეორე ტაიმისა და „მონაკოს’’ ფეხბურთელის მამადუ კულიბალის გულუბრყვილო შეცდომის, სამ წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათის წყალობით მოიგეს. და მაინც, მასპინძლებს ბოლო წამამდე მოუწიათ ნერვიულობა. მათ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ემოციათა მთელი ქარიშხლის გადატანა მოუხდა. მატჩის შემდეგ ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს ელაპარაკა. – თამაშის შინაარსიდან გამომდინარე საკუთარი გუნდით უკმაყოფილო...

