შვიდიდან შვიდი

შვიდიდან შვიდი

„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

სარბიელი ფიფაში – რონალდუ, ნეიმარი, მარსელო

სარბიელი ფიფაში – რონალდუ, ნეიმარი, მარსელო

23 ოქტომბერს, ლონდონში, დიდი სანახაობაა – ფიფა 2017 წლის საუკეთესოებს დაასახელებს. ორშაბათის გალა-დაჯილდოება „პალადიუმის“ თეატრში გაიმართება. მსოფლიოს რჩეულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: ⚽ საკუთესო ფეხბურთელი ქალი ⚽ საუკეთესო ფეხბურთელი კაცი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი ქალი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი კაცი ⚽ საუკეთესო მეკარე ⚽ საუკეთესო გოლი – პუშკაშის თასი ⚽ ფეარ პლეის ჯილდო ⚽ საუკეთესო ქომაგი ⚽ ფიფა პრო 11-ის გამარჯვებული ფეხბურთელთა და მწვრთნელთა შორის საუკეთესოებს ქომაგები, ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და...

ეს წელი შავი იქნება

ეს წელი შავი იქნება

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი ვარსკვლავების გვერდით თუ ვითამაშებდი. ვარსკვლავები კი არა, ლეგენდები არიან! ხანდახან უხერხულობასაც კი ვგრძნობ, მოედანზე ერთად რომ ვართ, მე კი ზოგჯერ მათი კაპიტანი ვარ“, – ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების გამოცდილ უნივერსალს გია ლაბაძეს ეკუთვნის, რომელიც ახლა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, ელიტ 2-ში სახელიან კლუბ „ტულონში“ თამაშობს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: მეორე დივიზიონში ლაბაძის მხარდამხარ თამაშობენ… ახალზელანდიელი ლეგენდა ტანა უმაგა...

რატომ ამღერდნენ ბარსელონაში მეჩვიდმეტე წუთსა და მეოთოთხმეტე წამზე?

რატომ ამღერდნენ ბარსელონაში მეჩვიდმეტე წუთსა და მეოთოთხმეტე წამზე?

სანამ გეტყოდეთ, რატომ ამღერდა “კამპ ნოუზე” შეკრებილი 74 379 გულშემატკივარი ზუსტად შეხვედრის მე-17 წუთსა და მე-14 წამზე, მოგახსენებთ, რომ მთლიანად ესპანეთსა და კერძოდ კატალონიაში პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, “კამპ ნოუზე” “ბარსელონასა” და “მალაგას” შეხვედრა მშვიდობიანად ჩატარდა. მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, თუმცა პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო — ლუკას დინიემ ჟერარდ დეულოფეუს საგოლე პასი მოედნის გარედან ჩააწოდა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დასაწყისში, ანდრეს ინიესტას...

ფრენბურთი საქართველოში ლეგენდების თამაშია

ფრენბურთი საქართველოში ლეგენდების თამაშია

დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა ვებ-გვერდს ვაწყობდით, თბილისის ოლიმპიური სასახლე ფრენბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდა. ბოლო დროს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირები ჩვენთან მრავლად ჩატარადა, მაგრამ სტატუსით ფრენბურთმა მაინც ბევრი დაჩრდილა. ფრენბურთში საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. ოლიმპიური ოქრო ვაჟა კაჭარავამ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1964 წელს ტოკიოში მოიგო; ფრენბურთში საქართველოს ვიქტორია რავა ჰყავს. მან ფრანგული „კანს“ ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა თასი, ის კი...

პოლიტიკოსები მძვინვარებენ, ბარსელონა და მალაგა კი ითამაშებენ!

პოლიტიკოსები მძვინვარებენ, ბარსელონა და მალაგა კი ითამაშებენ!

დღეს, “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ კლუბის წევრთა ასამბლეაზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მადრიდიან ცნობა მოვიდა — ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კონსტიტუციის 155-ე მუხლზე დაყრდნობით ავტონომიის ხელმძღვანელებს უფლებამოსილება შეუჩერა და კატალონია პირდაპირ ცენტრს დაუმორჩილა. ამასთან, რახოიმ განაცხადა, რომ რეგიონში, ექვსი თვის ვადაში ახალი არჩევნები გაიმართება. პოლიტიკას მეტად ნუღარ ჩავუღრმავდებით, მითუფრო, რომ თავად ბარტომეუმ ამ ინფორმაციის პასუხად გამოაცხადა, “ბარსელონა” კატალონიელი ხალხის ერთგულია,...

მაგიდაზე დაგტოვებდი, ნეიმარ !

მაგიდაზე დაგტოვებდი, ნეიმარ !

ბრაზილიელი ნეიმარის და  ურუგვაელი კავანის კინკლაობა, ალბათ, გახსოვთ   – პენალტის დასარტყმელად  ბურთი რომ ვერ გაიყვეს. ეს ამბავი სექტემბერში „ლიონთან“ მატჩისას მოხდა… ცოტა ხნის წინ ესპანურ რადიო „მარკას“ სტუმრად ჰყავდა „მალაგას“ ( 1999-2003 ) ყოფილი მეგოლე დარიო სილვა, რომელსაც  2006 წელს მონტევიდეოში ავარიის შემდეგ მუხლს ქვემოთ ფეხი მოაჭრეს. რადიო – ინტერვიუში კი სილვას ნეიმარ-კავანის ამბავზე ჰკითხეს, რაზეც ურუგუაელმა მიუგო, ნეიმარს იგივე...

მესის შვილმა კატალონიას უმღერა

მესის შვილმა კატალონიას უმღერა

ლეო მესის კატალონიურად მომღერალმა შვილმა საბაბი მისცა ჟერარ პიკეს, რომ ავტონომიის დამოუკიდებლობაზე კიდევ ერთხელ ეთქვა რამე. ბავშვი პოპულარულ კატალონიურ სიმღერას ღიღინებს, პიკეს კი მიუწერია :„არ დავუშვებთ, რომ კატალონიაში ჩვენმა ბავშვებმა ეს სიმღერა ვერ ისწავლონ.“ ასე იმღერა მესის პატარამ VIDEO

სად იყო კონტე, ელტონ ჯონს რომ ცოლი ჰყავდა ?

სად იყო კონტე, ელტონ ჯონს რომ ცოლი ჰყავდა ?

პრემიერლიგაში ზედიზედ ორწაგებული „ჩელსი“ დღეს „უოტფორდს“ უმასპინძლებს, რომელიც ჯერ სტუმრად დაუმარცხებელია. ბოლოს „უოტფორდმა“ „ჩელსის“ 1986 წელს მოუგო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ელტონ ჯონს (იმ დროს „უოტფორდის“ პრეზიდენტს) ცოლად დედაკაცი ჰყავდა, „ჩელსის“ ამჟამინდელი მწვრთენლი ანტონიო კონტე კი 17 წლის იყო და „ლეჩეში“ თამაშობდა.

ლიგის ფულის ფინალი: ლესტერმა რეალს მეტობა დაუსვა

ლიგის ფულის ფინალი: ლესტერმა რეალს მეტობა დაუსვა

უეფამ წინა ევროტურნირების ფინანსური შედეგები შეაჯამა და რამდენიმე საინტერესო ფაქტიც დააფიქსირა. ჩემპიონთა ლიგა ( 2016-17 )„რეალმა“ მოიგო და უეფასგან 81 მილიონი ევროც მიითვალა, მაგრამ, 700 ათასით მეტი აუღია „ლესტერს“, რომელიც მეოთხედფინალში „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა. „ლესტერს“ მეტობა სატელევიზიო და სარეკლამო შემოსავლებში მოუგროვდა და ამით გადაასწრო „რეალს“. ფინალში წაგების მიუხედავად, 110 მილიონ 400 ათასი ევროთი პირველ ადგილზეა „იუვენტუსი“. „ბაიერნთან“ მერვედფინალში 2:10 ( ორ...

დღეს ბარსელონაში ეფეხბურთებათ?

დღეს ბარსელონაში ეფეხბურთებათ?

კატალონიის რეფერენდუმით გამოწვეული პოლიტიკური ვნებათაღელვის გამო დღეს ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა “ბარსელონასა” და “მალაგას” შორის შეიძლება ვერც კი ჩატარდეს. წესით, თამაში ადგილობრივი დროით 20 საათსა და 45 წუთზე (საქართველოს დროით 22:45) უნდა დაიწყოს, მაგრამ რა მოხდება ამას “ბლაუგრანას” კლუბის წევრთა ასამბლეის სხდომა გადაწყვეტს. საქმე ის არის, რომ დღეს მადრიდში, ესპანეთის ცენტრალურმა ხელსუფლებამ  კატალონიის თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რის პარალელურადაც ბარსელონაში...

მაიმუნობას აქვს ადგილი

მაიმუნობას აქვს ადგილი

16 ნოემბერს უეფას სადისციპლინო კომისია აჩვენებს “რომას” გულშემატკივრებს, ვინ არის მაიმუნი. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის მატჩს, რომელიც ოთხშაბათს ლონდოში გაიმართა — “ჩელსიმ” და “რომამ” 3:3 ითამაშეს. შეხვედრაში ერთი მეორეზე ლამაზი გოლები გავიდა, მაგრამ იყო ულამაზო ეპიზოდიც: 77-ე წუთზე მასპინძელთა შემადგენლობაში დავიდე ძაპაკოსტას ნაცვლად 24 წლის ანტონიო რუდიგერი შევიდა, რომელიც  “ჩელსიმდე” სწორედ “რომას” ფეხბურთელი იყო. მის დანახვაზე ყოფილი გუნდის ფანებმა...

ჩაარტყი მაგას ბავშვი!

ჩაარტყი მაგას ბავშვი!

ინგლისში ძველი ჭკუისა და ჯიშის ფანებს ეტყობა ვერაფერი გადააგვარებს. ევროპის თასზე, “ევერტონისა” და ლიონის” შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 1:2 წააგეს, მთავარი ამბავი 66-ე წუთზე მოხდა: მასპინძელი ეშლი უილიამსი მაღალი ბურთისთვის გამეტებით ახტა და ფრანგული გუნდის მეკარე ანტონი ლოპესს დაეჯახა — კუთხურის ხაზს იქით გადააგდო, რასაც ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა მოჰყვა. მაგრამ, ეს არაფერი. ასეთი რამ ხშირად გვინახავს. შემაშფოთებელი ის იყო, რომ მოთამაშეებს...