შვიდიდან შვიდი

შვიდიდან შვიდი

„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

მამა-შვილი ინიესტები 21 წლის შემდეგ

მამა-შვილი ინიესტები 21 წლის შემდეგ

ზუსტად 21 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ფუენტეალბილელი 12 წლის ბიჭუნა ბარსელონაში ჩავიდა, სადაც ის მოეწონათ და “ლა მასიას” სკოლაში აიყვანეს. მანამდე “ალბასეტეში” ვარჯიშობდა. “ბარსელონაში” მოხვედრის შანსი ფეხბურთელს ცხოვრებაში ერთხელ თუ ეძლევა და მისი ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება, მაგრამ ვაჟის უცხო ქალაქში დატოვება ინიესტების ოჯახში მაინც ძალიან განიცადეს. “ჩემი შვილი ისევ ის ბავშვია, რომელიც მაშინ ბარსელონაში ჩამოვიყვანე, თუმცა 21 წლით...

ბუენოს აირესში, ობელისკთან

ბუენოს აირესში, ობელისკთან

ლუის სესარ მენოტი დაიბადა 1938 წლის 5 ნოემბერს როსარიოში (არგენტინა). თამაშობდა: „როსარიო სენტრალში“, „რასინგში“, „ბოკა ხუნიორსში“, „ნიუ იორკ ჯენერალიზში“ (აშშ), „სანტოსში“ (ბრაზილია), „იუვენტუსში“ (ბრაზილია). წვრთნიდა: „ურაკანს“, „ბარსელონას“ (ესპანეთი), „ბოკა ხუნიორსს“, „ატლეტიკო მადრიდს“ (ესპანეთი), „რივერ პლეიტს“, „პენიაროლს“ (ურუგვაი), „ინდეპენდიენტეს“, „სამპდორიას“ (იტალია), „როსარიო სენტრალს“. ნაკრებთაგან არგენტინისა და მექსიკის ეროვნულ გუნდებს. 1978 წელს არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. 1979 წელს  არგენტინის ჭაბუკთა ნაკრების...

ქალს უფრთხილდი, ლეო

ქალს უფრთხილდი, ლეო

“ბარსელონას“ გულშემატკივრები ლეო მესისა და მისი მეუღლის, ანტონელა როკუცოს ბოლოდროინდელმა ხშირმა მოგზაურობამ შეაშფოთა. თურმე, ანტონელა როკუცო-მესისა “ჩელსის” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის ცოლს, დანიელა სამაანს ისე დაუმეგობრდა, რომ მის მოსანახულებლად, ქმართან ერთად, მალიმალ ლონდონში დაიარება. ქალბატონების მესამე მეგობარი კი სესკის თანაკლუბელის, ალვარო მორატას მეუღლე ალის კამპელოა. ბოლო ვიზიტისას ლეომ და ანტონელამ ალისს საჩუქრად “სარკანის” ფირმის 565 ევროიანი ფეხსაცმელი ჩაუტანეს. ცნობისთვის: ანტონელა როკუცო...

გრიზმანის თეოლოგია

გრიზმანის თეოლოგია

საინტერესო კაცი ჩანს ანტუან გრიზმანის ძმა თეო. დაწერს “ტვიტერზე” რაღაცას, გამოიწვევს ალიაქოთს და მიჩუმდება. ამასწინათ “ატლეტიკოს” მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გაკენწლა, ახლა კი მანჩესტერის “ოლდ ტრეფორდის” ფოტო “დატვიტა” და ქვეშ “მლოცველის ხელუკები” მიახატა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თეომ ეს პოსტი რამდენიმე წუთში წაშალა და ზედაც თავისი ექაუნთი საერთოდ მიახურა. თეოს ტვიტი სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდა, მაგრამ გაჩნდა კითხვა: ვითომ, რაო?

ანონსი: ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან

ანონსი: ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან

                ის, რაც აქამდე არ წაგიკითხავთ და ის, რაც აქამდე არ იცოდით … არ მინდოდა რუსეთში წასვლა… … კამათისას ნერვები მომეშალა და თავი ჩავარტყი სახეში. მეორე დღეს ბაზაზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ თურმე 22 წლის ბიჭმა 32 წლის კაცი გავლახე … ძალიან ბევრი პრობლემა დამიგროვდა მაშინ. არ მრცხვენია პირადულ განცდებზე საუბრის, მაგრამ ისეთი პრობლემები...

ძოლა რუსის ქალთან მოაგვარებს საქმეს

ძოლა რუსის ქალთან მოაგვარებს საქმეს

51 წლის ჯანფრანკო ძოლა შეიძლება “ჩელსის” ტექნიკური დირექტორი გახდეს. “ლურჯების” ლეგენდაზე რამდენიმე დღეა რაც ალაპარაკდნენ, კერძოდ, მას მერე, რაც თანამდებობა მაიკლ ემენალომ დატოვა. კლუბის კაბინეტებში ჩახედულ ადამიანთაგან ბევრი მიიჩნევს, რომ იტალიელი სწორედ ის კაცია, ვინც მწვრთნელ ანტონიო კონტეს აღმასრულებელ შეფთან, მარინა გრანოვსკაიასთან გაფუჭებულ ურთიერთობას დაურეგულირებს. გრანოვსკაია “ჩელსიში” გავლენიანი ფიგურა ყოფილა. ნებისმიერ მოხსნა-დანიშვნას თუ მიღება-გაგდებას უმალ ის წყვეტს, ვიდრე მეპატრონე რომან აბრამოვიჩიო,...

ლელო ჰაერში 🎥

ლელო ჰაერში 🎥

  54:22 – ასეთი ანგარიშით მოიგო საქართველოს ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩი. 54 ქულა კანადის წინააღმდეგ – ნამდვილად კარგი შედეგია. ამაზე მეტი ქულა ბორჯღალოსნებს ბოლო წლებში მხოლოდ ერთხელ დაუგროვებიათ – შარშან, ევროპის რაგბის ჩემპიონატის სტარტზე გერმანიის ნაკრებთან 59:7 მოიგეს. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრებია. გერმანიას ჩვენმა ბიჭებმა იოლად აჯობეს და ქულებიც ადვილად აგროვეს. აი, კანადასთან, „ნეკერჩხლებთან“ 54 ქულა კი გაცილებით...

უფსკრულისკენ სრული სვლით…

უფსკრულისკენ სრული სვლით…

ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი სირცხვილი: საქართველოს 19 -წლამადელთა ნაკრებმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ევროპის მაჩანჩალათა შორის მაჩანჩალა ანდორას ვერ მოუგო. შეხვედრა 1:1 დამთავრდა. არადა, ანდორასთან ფრემ გიორგი ყიფიანის გუნდს ელიტ რაუნდში გასვლის შანსი კიდევ დაუტოვა, თუმც საამისოდ ქართველმა ჭაბუკებმა ფრანგები უნდა დაამარცხონ, რაც ანდორასთან ვერმომგები და ბოსნიასთან წაგებული გუნდისგან, სრულიად წარმოუდგენელი ჩანს. ქართული ფეხბურთი კი ნელ-ნელა უფსკრულში მიექანება…...

ევრას ევროჯარიმა და ევროდისკვალიფიკაცია

ევრას ევროჯარიმა და ევროდისკვალიფიკაცია

პატრის ევრა გულშემატკივრის ცემისთვის “მარსელმა” დაითხოვა. ამასთან, 36 წლის ვეტერანს სეზონის ბოლომდე ევროტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა. მარცხენა მცველი 10 ათასი ევროთიც დააჯარიმეს. ინციდენტი 2 ნოემბერს, ევრას მშობლიური პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, ადგილობრივ “ვიტორიასთან”, ევროთასის შეხვედრის დროს მოხდა. ევრა სათადარიგო იყო და მოედნის კიდესთან ხურდებოდა, როდესაც ტრიბუნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს. ფეხბურთელმა თავი ვერ შეიკავა და პროვოკატორს პასუხი წიხლით გასცა. “მარსელის” პრეს-სამსახურმა, ამასთან დაკავშირებით ასეთი...

ბუნტისთავი

ბუნტისთავი

საინტერესო ჯეელია ბრაზილიელი ნეიმარი. სულ სამი თვეა ბარსელონადან პარიზში გადაბარგდა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა წუთითაც არ წყდება. ხან კარგი ამბებია, ხან ცუდი, მაგრამ ყოველდღე რაღაც არის. ალბათ „ასეთი უნდა იყოს“ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი. ჩანს,  „პარი სენ ჟერმენში“ ის საკუთარ კანონებს აწესებს. ჯერ იყო და მისვლისთანავე 10 ნომრიანი მაისურა დაისაკუთრა. მერე გადაწყვიტა რომ ჯარიმები და პენალტები მხოლოდ მას უნდა დაერტყა. ამ...

დიდი ავსტრალიელის ფრანგული დრამა ინგლისელი მკვლელით

დიდი ავსტრალიელის ფრანგული დრამა ინგლისელი მკვლელით

მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, სამი ერის ორგზის მომგები, ზე 12-ის ორგზის გამარჯვებული! 139 თამაში ავსტრალიის ნაკრებში და ამ მხრივ დამყარებული მსოფლიო რეკორდი! მეტი რა უნდა ინატროს მორაგბემ? მაგრამ, როგორც ირკვევა, „ვოლაბების“ და „ბრამბიზის“ ლეგენდარული 9 ნომერი და კაპიტანი ჯორჯ გრეგანი მაინც გულდაწყვეტილი წავიდა დიდი რაგბიდან, რადგან მისმა ავსტრალიამ სულ ახლახან მსოფლიო თასზე ზედიზედ მეორედ წააგო ჯონი უილკინსონის ინგლისთან და მეორე...

ჰა, ბურთი და ჰა, კანადა

ჰა, ბურთი და ჰა, კანადა

დღეს, 18:00-ზე, „დინამო არენაზე“ დიდი რაგბია. „დიდი“ – ჩვენი გაგებით. იმიტომ, რომ ქართველ გულშემატკივარს ჯერჯერობით დაახლოებით კანადელების დონის გუნდების სტუმრობით უწევს დაკმაყოფილება. მსოფლიო რაგბის ბობოლებს უკვე წელიწადში 2-ჯერ ვეთამაშებით, რაც წინსვლა და ერთგვარი აღიარებაცაა – გვკადრულობენ. იმედია, მალე თბილისსაც ეწვევა რომელიმე მათგანი და „დინამოს“ 55-ათასხმიან წნეხს ისევე ვერ გაუძლებს, როგორც მეორე დონის ნაკრებები. დღეს კი, „ბორჯღალოსნები“ „ნეკერჩხლის ფოთლებს“ მასპინძლობენ, რომელთაც...