ანზორ კავაზაშვილს ახალი თაობა არ იცნობს. ძველებსაც კი მიავიწყდათ. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია საზღვარგარეთ (რუსეთში) ცხოვრობს. არადა, იყო დრო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ. ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი კაცია. ბათუმის „დინამოს“ სპორტულ სკოლაში დადიოდა. მერე იყო დედაქალაქური ФШМ (ფე-შე-ემ) და 17 წლისა უკვე თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს. ძირითადშიც კი ათამაშეს, მაგრამ ეტყობა ახალგაზრდა ორგანიზმმა ვერ გაუძლო დატვირთვებს და წელის ტკივილის მიზეზით საავადმყოფოში...

OK
ეგებ ახლა არც ფიქრობთ სპორტზე, არამედ გოჭზე, საცივსა და ღვინოზე. შამპანურიც მომარაგებული გექნებათ და ამ დღეებში ალბათ ჭიქების, ბოკალების, კათხების და ყანწ-ფიალების აწევ-დაწევაში უფრო ვარჯიშობთ, ვიდრე სხვა რამეში. ეს იქნება ჩვენი სპორტი ამ კვირაში… წელიწადი კი მიილია და რა იყო იმ წელიწადში ყველაზე, ყველაზე, ყველაზე დასამახსოვრებელი? რა თქმა უნდა, შავიც ბევრი იყო და თეთრიც. აბა ისე როგორ გამოვა? ცხოვრება ხომ...

პაბლო აიმარი: რიკელმე და მესი ცხოველები არიან
“ვალენსიას” არგენტინელ ლეგენდას, პაბლო აიმარს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ უთამაშია. “ვალენსია” ვახსენეთ, თორემ არგენტინის 17 წლამდელთა ნაკრების 38 წლის მწვრთნელს “რივერ პლეიტშიც” გაუგორებია ბურთი, “სარაგოსაშიც”, “ბენფიკაშიც” და მალაიზიის “ჯოჰორ დარულ ტაზიმშიც”, რომელსაც მეორედ აღარ ვახსენებთ, რადგან კაცმა არ იცის ამ სიტყვებს მალაიზიელები როგორ გამოთქვამენ. იქნებ, სულ სხვა რაღაცას ვამბობთ. აიმარმა არგენტინულ გაზეთ “ლა ნასიონს” მისცა ინტერვიუ, რომლის ფრაგმენტებსაც აქ გთავაზობთ....

სარბიელის საახალწლო, ანუ ზემოდან ეს ქვეყანა სხვანაირი ჩანს!
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი, — ასე თქვა გალაკტიონმა. ცხოვრებაში იგულისხმა, ჩვენ კი წელიწადზე ვთქვათ. 2017-ზე. ღმერთმა დალოცოს ლაშა ტალახაძე, რაც მაგან გაგვახარა, მაგრამ უცბად, თვალებს რომ ვხუჭავ, რა მახსენდება, იცით? „ოლ ბლექსი“ საქართველოში. 20 წლამდელი, მაგრამ ძალიან მაგარი. თუმცა, რატომ, „მაგრამ“ ? 20 წლამდელი და ძალიან მაგარი. დაფრინავდნენ შავფორმიანი ზელანდიელი ბიჭები. კიდევ, ინგლისელები, სამხრეთ აფრიკელები, ფრანგები, სქოთები, ავსტრალიელები… მახსენდება გელა...

ზიდანი მოურინიზმით დაავადდა
ზინედინ ზიდანი “რეალში” შთამბეჭდავად მუშაობს, მაგრამ მისი კოზირი ადამიანური რესურსების მენეჯმენტია და არა ტაქტიკოსობა — წერს ესპანური “მარკას” მიმომხილველი რობერტო პალომარი. მისი აზრით, “რეალს” დიდი ტაქტიკოსი არც სჭირდება. მას ზიდანი სჭირდება, ოღონდ მაშინ, როდესაც იმას აკეთებს, რაც ეხერხება. საკმარისია, ფრანგმა გადაუხვიოს გზას, რომელშიც ბუნებრივად ძლიერია, რომ გუნდს საშინელება მოსდის — ისეთი, როგორიც “ელ კლასიკოში” მოუვიდა, მესის შეჩერების აკვიატებული იდეის გამო....

ჭადრაკის შვიდი საოცრება
ჭადრაკი სპორტია (მეცნიერება და ხელოვნებაც). სპორტს კი რეკორდები უხდება. ქვემოთ, 64 უჯრაზე შვიდი ყველაზე ფანტასტიური მიღწევის შესახებ მოგიყვებით. მოგებათა ყველაზე გრძელი სერია: მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი რობერტ ფიშერი – 20 პარტია 1972 წლის საჩემპიონო მარათონში ჩაბმულმა ამერიკელმა შესარჩევი ეტაპები წარმატებით დაიწყო. ჯერ 1970 წელს პალმა დე მალიორკაში ზონათაშორისი ტურნირი მოიგო, სადაც ბოლო 7 პარტიაში ზედიზედ იმარჯვა და მომდევნო წელს პრეტენდენტთა მატჩებზე...

ჟერარდ პიკე — ფიქრები კატალონიაზე და ფეხბურთზე
ინგლისური გამოცემა The Telegraph “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველს, ჟერარდ პიკეს ესაუბრა. ჟურნალისტი სემ უოლესი შესავალში წერს, რომ მართლაც ცოტაა მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელი, რომელიც სახელს, დიდებასა და ვარსკვლავის ტკბილ ცხოვრებას პოლიტიკური პოზიციების გამოხატვით გაირთულებს. პიკე აშკარად განსხვავებული ადამიანია და ის ამას თავადაც ადასტურებს — ჩემი ცხოვრება ყოველთვის სხვანაირად მიდიოდაო, ამბობს. “ბარსელონასა” და ნაკრების მაისურით მან ყველაფერი მოიგო: სამჯერ ჩემპიონთა ლიგა,...

პეპის გრძელი წინდა
… მას არც წითელი თმები აქვს და არც მარტო ცხოვრობს დიდ სახლში. არც მამამისია მეზღვაურების უფროსი და არც სხვადასხვა ფერის წინდები აცვია. თუმცა, ბოლო დროს ისეთ რამეებს სჩადის, ონავარ პეპილოტა გრძელწინდასაც კი გაუკვირდებოდა. ზღაპარია, აბა რა, – პეპ გვარდიოლა ზედიზედ მესამედ დაასახელეს პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად. „ქალაქელებმა“ ნოემბერში ოთხივე მატჩი მოიგეს. „არსენალთან“, „ლესტერთან“, „ჰადერსფილდთან“ და „საუთჰემპტონთან“. „სიტის“ თავკაცმა ეს ტიტული...

ზესტაფონი წითელზეა და მწვანეს ელის
უნდა დაუშვან საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ ეროვნული ლიგა 2-ში? ქომაგის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემპიონატში ზესტაფონელთა დაბრუნების მომხრეა. „სარბიელმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ ექსკლუზიურად გაცნობათ, რომ „ზესტაფონის“ ლიგა 2-ში დაშვებაზე დაიწყო მსჯელობა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აღმასკომზე გაარკვევდა „ზესტაფონის“ დაშვება-არდაშვების საკითხს, თუმც დრო გადის და საკითხი ისევ ღიად რჩება. გავიგეთ, რომ „ზესტაფონს“ სალიცენზიო დოკუმენტები ჩაუბარებია ფედერაციაში. ეს ჯერ კიდევ ნოემბერში. მოკლედ,...

ლებრონ ჩე
NBA-ში სულ ოთხი ვარსკვლავია, ვისაც თამაშის განზრახ „ჩაშვებაში“ საჯაროდ დასდეს ბრალი. ელვინ ჰეისი – ისე ნატრობდა მწვრთნელის პოსტიდან ჯეკ მაკმეჰონის გაშვებას, გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ სამჯერ „ვერ დაიჭირა“ ბურთი. უილტ ჩემბერლენი – 1969 წლის ფინალის მე-7 მატჩში მისი „ტრავმა“ და მარცხის შემდეგ კონფლიქტი საუკეთესო მეგობარ ბილ რასელთან… კობი ბრაიანტი – „ფინიქსთან“ ფინალში აშკარა პასიურობა და ნამატჩევს TNT-ს ეთერში ჩარლზ ბარკლისთან სიტყვიერი...

აბსოლუტური პროდუქტი
„დორტმუნდმა“ ჰოლანდიელი მწვრთნელი პეტერ ბოში თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ბოლო დროს ჩრდილო რაინ-ვესფალიელები საშინლად გამოიყურებიან. მე-15 ტურში „ვერდერთან“ საშინაო 1:2 საბოლოო წვეთი აღმოჩნდა კლუბის ხელმძღვანელობისთვის. ხუმრობა ხომ არ არის, დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში 30 სექტემბრის შემდეგ აღარ მოუგიათ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ორჯერ ფრედ ითამაშეს კვიპროსულ “აპოელთან”. „ტოტენჰემთან“ და მადრიდის „რეალთან“ კი საერთოდ უქულოდ დარჩნენ. სასწაული მოხდა და ორქულიანი „ბორუსია“ მესამე...

წერილი თითქმის მასონებზე
რა მოხდებოდა 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „რეალში“ რომ არ გადასულიყო? სხვანაირი იქნებოდა ცხოვრება. სულ სხვანაირი. იმ ხალხის ცხოვრებაზე მოგახსენებთ, ვისთვისაც ფეხბურთის სამყარო მნიშვნელოვანია. ხანდახან ვფიქრობ, რომ კრიშტიანუს ეს ტრანსფერი ჩაუწყვეს, თავს მოახვიეს, გაუჩალიჩეს. თავადაც დაარწმუნეს, რომ მთელი ცხოვრება მადრიდში თამაშზე ოცნებობდა, თორემ იყო „ოლდ ტრეფორდზე“ მამობილთან, ცივ ნიავს არ აკარებდა ბერიკაცი. ვინ გაუჩალიჩა? ვინ და იმ ძიების ჯგუფმა,...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ლივერპულში ჩარჩენილები
„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა...

კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პარიზელებიდან გოლი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც ლუის ენრიკემ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე შეცვლაზე შეუშვა.

თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და ბრინჯაო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ოქრო ირგუნა და ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დახურა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე თუშიშვილმა ჯერ კვიპროსელი იანის ანტონინიუ დაამარცხა, შემდეგ თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს აჯობა, ნახევარფინალში კი, რუს ვალერი ენდოვიცკი იპონზე დააგდო. ილია სულამანიძე (100) კი, ბრინჯაოს მედალს...

ლუკა ჩემპიონი
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეც საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ჩემპიონი -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა. ფინალში მან სერბი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა. ფინალამდე კი ლუკამ 4 შეხვედრა მოიგო. პირველ ბრძოლაში ფინელ მეტოქეს ვაზარით მოუგო, მეორეში კი სერბს ვაზარისა და იუკოს უპირატესობით. 1/4 ფინალში ბულგარელ ივაინო ივალოვთან ჰქონდა რევანში ასაღები და აიღო კიდეც.მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში იუკო გაუშვა,...

ბითაძე ფლეი ოფში
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს ფლეი ოფში ითამაშებს. ფლეი ინის ბოლო მატჩში ფლორიდელებმა „შარლოტი“ 121:90 გაანადგურეს, რაშიც წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა. გოგა საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15.44 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოასწრო. ბითაძემ ორიდან ორი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურს პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში...

ერთი დღის ორი ოქრო
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა და ორივე უმაღლესი სინჯის. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57) კონტინენტის ჩემპიონები არიან. ლიპარტელიანს ფინალში მეტოქედ ებრაელი ნელსონ ლევი ერგო. ჩვენიანი თავიდან იუკოთი ჩამორჩა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და 15 წამით ადრე მეტოქე იპონზე დააგდო. ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო… თუმცა, ლიპარტელიანი...

საქართველო ესპანელს ჩაბარდა
საქართველო ხელბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი ესპანელი რუბენ გარაბაია იქნება – 47 წლის სპეციალისტისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დანიშვნა, 11 მაისს ოფიციალურად გამოცხადდება და გარაბია პირველ სანაკრებო შეკრებას გამართავს, რომელიც ორ კვირამდე გაგრძელდება და გაცნობითი ხასიათის იქნება. გარაბაიამ პროფესიული კარიერა კლუბ „კორვერაში“ დაიწყო. 2007-2010 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 2009 და 2010 წელს ესპანეთის სამეფო თასი მოიგო, ითამაშა EHF-ის ჩემპიონთა...

თბილისში, ბაჰრეინთან…
საქართველოს ეროვნული გუნდი ზაფხულის სანაკრებო პაუზის დროს თბილისისში, ამხანაგრ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს – შეხვედრა 5 ივნისს „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი. ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. შეგხსენებთ, რომ მანამდემ 2 ივნისს, ასევე თბილისში ჩვენები რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ
Liverpool Echo-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოქვეყნდა. საიტი, რომელიც „ლივერპულის’’ ამბებს აშუქებს წერს: „თუკი მერსისაიდელ ფანებს დაეუფლათ შეგრძნება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია საკმარისზე მეტად ნახეს, მათი გაგება შეიძლება, თუმცა ქართველს „ენფილდზე’’ წითელი მაისურით რომ ეთამაშა ამ ხალხის დამოკიდებულება შეიძლება სულ სხვანაირი ყოფილიყო. 25 წლის გარემარბმა „პარი სენ ჟერმენის’’ ჯამურ 4:0 გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა და „პარკ დე პრენსზე’’...

მოქმედი ვიცე გახდა…
თბილისში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციას მედალი აქვს. მოქმედი ევროპის ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ამჯერად ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ჩვენებური ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს დაეჭიდა და მტკივნეული ილეთით დამარცხდა. ფინალამდე სარდალაშვილმა გერმანელ ჰეიდერს დამატებით დროში სძლია; მეოთხედფინალში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს ვაზარითა და იუკოთი ჯობა; ნახევარფინალში კი, იუკოთი ჩამორჩენილმა, აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევი ვაზარით დასცა და ფინალში გავიდა…...

მბაპე 70
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, გოლი მიუნხენის „ბაიერნის“ კარში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის 42-ე წუთზე, მისი 70-ე გოლი გახლდათ ამ ტურნირზე. ამგვარად, მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 70 გოლის ნიშნულს მიაღწია 98-ე მატჩში. მხოლოდ ლიონელ მესიმ (90 თამაში) და რობერტ ლევანდოვსკიმ (93) მიაღწიეს ფრანგზე სწრაფად ამ მაჩვენებელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. შეხვედრა 4:3 „ბაიერნის“ გამარჯებით დასრულდა. პირველ მატჩშიც ბავარიელებმა იმარჯვეს – ...

ხვიჩა მოიგებს
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა 2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში: პსჟ, „ბაიერნი“, „არსენალი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ გავიდნენ. „თებერვალში ვთქვი, რომ პსჟ ფიზიკურად საუკეთესოდ გამოიყურებოდა, რადგან ისინი აუცილებლად მოიგებდნენ საფრანგეთის ჩემპიონატს მაქსიმალური ძალისხმევის გარეშე. ენრიკემ თავის 20-ვე მოთამაშეს დაახლოებით თანაბარი დატვირთვა მისცა. ისინი ისეთი სტრესულები არ იყვნენ, როგორც პრემიერლიგის და ლა ლიგის გუნდები. ენრიკემ...

