გენუის „ლუიჯი ფერარისზე“ ნამდვილი ომი იყო – იტალიის მორაგბეთა ნაკრები პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებისგან ორი ლელოს მიღების შედეგად 6:17 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში ორი უპასუხი ლელო-გარდასახვა მიითვალა და უმძიმესი გამარჯვება იზეიმა – 20:17. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში უბრალოდ დაფრინავდა. ყოველ შემთხვევაში, დავით ნინიაშვილი ჰაერში უფრო ხშირად იყო, ვიდრე გაზონზე. ეს ხუმრობით, თორემ „ნინი“ საწყის 40 წუთში...
ხვიჩას კომენტარი და იტალიელთა შფოთვა
თუკი საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდების შეხვედრაში (1:1) ვინმე გამოირჩეოდა ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც სწორედ ის ფეხბურთი ითამაშა, ასე რომ მოენატრა ქართველ გულშემატკივარს. მატჩის შემდეგ კვარაცელიამ თქვა: „ვულოცავ გიორგი მამარდაშვილს, შეხვედრის ბოლოს მან გადაგვარჩინა. თუმცა, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ის ასე ძალიან ხშირად იგერიებს. როდესაც უკრაინელებმა კარში დაარტყეს, ვიფიქრე, რომ გაგვიტანეს, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა....
ტირანაში ორივეს მოგება უნდოდა
ტირანაში, „ეარ ალბანიაზე’’ B1 ჯგუფის შეხვედრას ალბანეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული არ ჰყოლია: 0:0. ბოლო ტურის წინ ჩეხებს 8 ქულა აქვთ, ალბანეთსა და საქართველოს კი – 7. უკრაინა, რომელმაც ბათუმში 1:1 ითამაშა, 5 ქულით ბოლო ადგილზეა. საბოლოო ცხრილში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, ბოლო ტურში 19 ნოემბერს გაირკვევა. ტირანული მატჩის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი პირველ ტაიმში...


