Breaking News

Day: December 22, 2023

შავი ლომი, რომელიც არასდროს ნებდება!

„შავმა ლომმა“ „თელ ავივ ჰითის“ საოცარ წნეხს გაუძლო, ორკაცნაკლულმა უპირატესობა შეინარჩუნა და „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა! ცნობისთვის, ეს ტურნირი სულ მესამედ გაიმართა და ქართულმა ფრენჩაიზმა ჯერაც არავინ გააკარა საკმაოდ ორიგინალურ ჯილდოს. 27:17 – ესაა შეხვედრის საბოლოო ანგარიში. სიცივის მიუხედავად, „ავჭალაზე“ საკმაოდ ბევრი ხალხი შეიკრიბა და ეჭვგარეშეა, რომ მორაგბეებმა პუბლიკა ცეცხლოვანი, ემოციებით აღსავსე…

Read more

სუპერთასი სამობითაა?

პარასკევს, 22 დეკემბერს, „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მორიგი ციკლი დასრულდება. რიგით მესამე სუპერთასის ფინალი თბილისში, „ავჭალაზე“ 15 საათზე დაიწყება და ერთმანეთს ორი ობიექტურად უძლიერესი გუნდი დაუპირისპირდება – ჩვენი აწ უკვე საყვარელი და საამაყო „შავი ლომი“ და ისრაელის „თელ ავივ ჰითი“. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ამ ახალი ევროპული სარაგბო ტურნირის ორგზის და ერთადერთი გამარჯვებულია. პირველი სუპერთასი 2021-2022…

Read more

ინგლისი იოლად არ დათმობს

გუშინდლიდან ფეხბურთში არეულობაა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფიფასა და უეფას მიერ სუპერლიგის პროექტის აკრძალვა სამართალს ეწინააღმდეეგება — ნებისმიერ კლუბსა თუ მოთამაშეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს რაგინდა რა შეჯიბრებაში და სულაც არ არის აუცილებელი მათ ხსენებული ფიფა და უეფა ატარებდეს. შესაბამისად სუპერლიგის იდეამ კვლავ წამოჰყო თავი. აშკარაა, რომ იოლად არც მოწინააღმდეგეები დანებდებიან, წინ დიდი ბრძოლები იქნება…

Read more

მაცარიმ სქემის შეცვლის უფლება აიღო

„ბრაგასა” და „კალიარისთან” გამარჯვების შემდეგ „ნაპოლი” იტალიის თასზე შინ „ფროზინონესთან” დამარცხდა —0:4. ასეთმა ჩავარდნამ გულშემატკივარი გააღიზიანა. დაიძაბა მდგომარეობა კლუბშიც. მედიამ გამოჩხრიკა სურათები, სადაც ვიქტორ ოსიმენი ლეო ოსტიგორს და სხვა თანაგუნდელებს უბრაზდება. პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მივიდა. როგორც ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერს, დე ლაურენტისს ფეხბურთელებისთვის ხმა არ გაუცია. ის მათ ვარჯიშს…

Read more