დღე: ნოემბერი 8, 2023

Home 2023 ნოემბერი 08 (ოთხშაბათი)
ჩვენთან არავინ არავის შემცვლელი არ არის
ჩანაწერი

ჩვენთან არავინ არავის შემცვლელი არ არის

„ნაპოლისა” და „უნიონ ბერლინის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ნეაპოლელი ფეხბურთელებიდან ჟურნალისტების წინაშე ჯაკომო რასპადორი წარსდგა. მან თქვა: „გოლების გატანა არა მხოლოდ თავდამსხმელისთვის, არამედ ნებისმიერი ამპლუის ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. ის საკუთარი თავის რწმენას და წარმატების შეგრძნებას იძლევა. შემტევისთვის კი მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს… ოსიმენის დაბრუნება? მე მზად ვარ გუნდს ნებისმიერ პოზიციაზე ვემსახურო. გუნდი ზუსტად მაშინ არის ძლიერი,...

დიდი მტვრევა ნეაპოლში
ჩანაწერი

დიდი მტვრევა ნეაპოლში

ნეაპოლში დაძაბულობაა. იტალიური პრესის ცნობით, „უნიონ ბერლინის” ულტრასებმა ქალაქში არეულობა მოაწყვეს. „ნაპოლის” ქომაგებსა და გერმანელ გულშემატკივარს შორის როგორც ჩანს საბოლოოდ მტრობა ჩამოყალიბდა. ერთი წლის წინ კამპანიის დედაქალაქი ფრანკფურტის „აინტრახტის” ფანებმა „დაბომბეს”, გუშინ კი ესტაფეტა ბერლინელებმა გადაიბარეს. საინტერესოა, რომ შარშან ფრანკფურტელი ვანდალების ორგანიზებულ ჯგუფებს ბერგამოს „ატალანტას” ულტრასები ახლდნენ და ეხმარებოდნენ. გუშინდელ ინციდენტში ბერლინელებისა და ადგილობრივების შეტაკებას...

ნეიმარის სიდედრ-სიმამრი გაკოჭეს, ცოლ-შვილი ვერ გაიტაცეს
ჩანაწერი

ნეიმარის სიდედრ-სიმამრი გაკოჭეს, ცოლ-შვილი ვერ გაიტაცეს

ნეიმარს რთული წუთების გადატანა მოუხდა: სამშაბათს, სან პაულუს შემოგარენში მშობლების სახლიდან მის პარტნიორ ბრუნა ბიანკარდისა და ახალშობილ ქალიშვილს მავის გატაცება დაუპირეს. ინციდენტის ოპერატიულად გამოეხმაურა კოტიას რაიონის პოლიცია და ერთი დამნაშავე ადგილზე დააკავა. როგორც მუნიციპალური გვარდია იტყობინება, ბოროტმოქმედებმა სახლში სწორედ დაკავებულის დახმარებით შეაღწიეს. მათ ბრუნას მშობლები გაკოჭეს, ნივთები წაიღეს და თან გატაცების მიზნით დედა-შვილს ეძებდნენ. საბედნიეროდ,...