დღე: მაისი 7, 2023

Home 2023 მაისი 07 (კვირა)
მიქაუტაძის აპრილი…
ჩანაწერი

მიქაუტაძის აპრილი…

ფრანგულმა ვებ გვერდმა maligue2.fr საფრანგეთის ლიგა 2-ის აპრილის საუკეთსო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დაასახელა. გამოკითხვაში ვებგვერდის რედაქტორები და მკითხველები მონაწილეობდნენ, მათი ხმების უმრავლესობა ქართველმა ფორვარდმა მიიღო და გასულ თვეში საუკეთესოდ დასახელდა. „აპრილში გიორგი მიქაუტაძემ 6 გოლი გაიტანა და მისი დიდი დამსსახურებაა, რომ „მეცი“ ჯერ კიდევ იბრძვის საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზურისთვის. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა...

შავმა ლომმა ამერიკა მოილია
ჩანაწერი

შავმა ლომმა ამერიკა მოილია

პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა სამხრეთამერიკული ტურნე დაასრულა. „შავმა ლომმა“ ოკეანის გაღმა მეხუთე მატჩი ურუგვაულ ფრენჩაიზ „პენიაროლთან“ 31:35 წააგო. მართალია, მარცხსა თუ გამარჯვებას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ქართველთა ყველა მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ ეს ბოლო მატჩიც რეფერიმ წაგვაგებინა. წინა შეხვედრებში ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ მსაჯს ხუთი ქართული ლელო გაეუქმებინა,...

დინამო პირველზე გადადიოდა…
ჩანაწერი

დინამო პირველზე გადადიოდა…

ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურში, ლიდერმა „ბათუმმა“ შინ „დილასთან“ 0:2 წააგო (ეს ბათუმელთა პირველი მარცხი გახლდათ მიმდინარე სეზონში) და უშუალო მდევარ „დინამოს“ ერთპიროვნულად გალიდერების შანსი მისცა, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ „გაგრას“ ვერ მოუგეს (0:0). ეგ კი არა, მეორე საფეხურიც „სამგურალს“ დაუთმეს. „დილა“ შესანიშნავ ფორმაშია, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, თან ვისთან: „დინამოსთან“ – 2:1, „ტორპედოსთან“...

ხარები – საქართველოს ჩემპიონი
ჩანაწერი

ხარები – საქართველოს ჩემპიონი

რუსთავის „ხარებმა“ დიდი 10-ის გადამწყვეტი მატჩი მოიგო და საქართველოს სარაგბო ჩემპიონის გვირგვინი 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოირგო. 2022-23 წლის სეზონის დაგვირგვინება „ავჭალა არენაზე“ გაიმართა. დიდი 10-ის ფინალში რუსთაველებმა „ბათუმი“ დრამატულ ბრძოლაში 24:22 დაამარცხეს. რკენა მართლაც იშვიათი დაძაბულობის გამოვიდა – „ხარებმა“ თამაშის დებიუტშივე დაკარგეს სანდრო ილურიძე, რომელიც უხეშობისთვის მატჩის ბოლომდე გააძევეს, მაგრამ ქვემოქართლელებმა შარშანდელ ჩემპიონ აჭარლებს...

რაფა ლეაო 11 წუთში გავიდა
ჩანაწერი

რაფა ლეაო 11 წუთში გავიდა

„სან სიროზე”, „მილანისა” და „ლაციოს” შეხვედრის მე-11 წუთზე სამოცდაათი ათას ადამიანზე მეტი გაირინდა, როდესაც მილანელთა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ საზარდულზე ხელი მოიკიდა და სახეზე ტკივილი აესახა. ეს მოხდა, მას მერე, რაც მარცხენა გარემარბმა საფირმო გარღვევა შეასრულა. სტეფანო პიოლიმ და მისმა თანაშემწეებმა დაუყოვნებლივ შეცვალეს პორტუგალიელი — ოთხშაბათს, იმავე სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, „დერბი დელა მადონინა” ანუ...

კრემომ მოიგო, ლოჩომ კარგად ითამაშა
ჩანაწერი

კრემომ მოიგო, ლოჩომ კარგად ითამაშა

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” „სპეციას” 2:0 მოუგო. ეს გამარჯვება სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ამგვარ ორთაბრძოლებს ექვსქულიანებს უწოდებენ — კრემონელებმა კონკურენტი დაამარცხეს და ახლა მას და „ვერონას” 3 ქულითღა ჩამორჩებიან. „ვერონა” დღეს თამაშობს ლეჩეში. „ლეჩე” ასევე სახიფათო ზონაშია ანუ ეს შეხვედრაც ექვსქულიანთა რიგიდანაა. ამის შემდეგ დარჩება ოთხი ტური, თუმცა რაა დასამალი, რომ „კრემონეზეს”...