დღე: აპრილი 15, 2023

Home 2023 აპრილი 15 (შაბათი)
შავმა ლომმა ჩილელებიც დაამარცხა
ჩანაწერი

შავმა ლომმა ჩილელებიც დაამარცხა

„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე მატჩში ჩილეს „სილკნემს“ 33:30 მოუგო და უკვე ანგარიშიდანაც შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ეს მატჩი სულ სხვა ხასიათის იყო, ვიდრე ერთი კვირის წინ არგენტინულ ფრენჩაიზთან. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩილეურ ფრენჩაიზში 17 მოთამაშე იყო იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ამ ქვეყნის ნაკრებს აშშ-ის ეროვნული გუნდი დაამარცხებინა და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. ეს გარემოება...

კასპიი ჩვენებმა დატოვეს…
ჩანაწერი

კასპიი ჩვენებმა დატოვეს…

ყაზახეთის ჩემპიონატის აუტსაიდერმა აქტაუს „კასპიიმ“ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა. „გაცნობებთ, რომ, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე ტოვებს ჩვენს კლუბს“, – წერია განცხადებაში. (პრესა კი წერს, რომ „კასპიის“ ფინანსური პრობლემები შეექმნა) ცხადაძე „კასპიის“ ყაზახეთის პრემიერლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში. ხუთ ტურის შემდეგ აქტაუს კლუბმა ყველა მატჩი წააგო და...

სომხეთში აზერბაიჯანის დროშა დაწვეს
ჩანაწერი

სომხეთში აზერბაიჯანის დროშა დაწვეს

ერევანში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი სკანდალით დაიწყო. სომხეთის დედაქალაქში აზერბაიჯანის ნაკრებიც გამოდის, ხოლო გახსნის ცერემონიაზე მათი დროშა დაწვეს. როდესაც გახსნის საღამოზე აზერბაიჯანის წარდგენის დრო მოვიდა, დარბაზში გამაყრუებელი სტვენა ატყდა, ხოლო გოგონას, რომელიც აზერბაიჯანს წარადგენდა, ტურნირზე აკრედიტირებული ადამიანი მივარდა, დროშა გამოგლიჯა და ცეცხლი წაუკიდა. დაცვის სამსახურმა თავდამსხმელი იქაურობას გაარიდა, დროშა კი ახლით შეიცვალა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ...

მარიო რუი და მისი კონტრაქტი
ჩანაწერი

მარიო რუი და მისი კონტრაქტი

„ნაპოლის” პორტუგალიელ მარცხენა მცველს მარიო რუის „პარტენოპეელებთან” 2025 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი. ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მას პროფესორს ეძახის, სტატისტიკა კი როგორც ამბობენ ჯიუტია და ამბობს, რომ რუის მიმდინარე სეზონში 8(!) საგოლე პასი აქვს შესრულებული. აქ ძახილის ნიშანს პორტუგალიელის ამპლუის გამო ვწერთ. ის რომ გამთამაშებელი, ცენტრალური ნახევარმცველი ან თავდამსხმელი ყოფილიყო, ეს ციფრი...

დე ლაურენტისს სიფრთხილე მართებს
ჩანაწერი

დე ლაურენტისს სიფრთხილე მართებს

„ნაპოლი” და მისი გულშემატკივარი მიმდინარე სეზონში ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ამ ფონზე უჩვეულოდ გამოჩნდა დაპირისპირება, რომელმაც ბოლო პერიოდში ბილეთების გაძვირებასა და სტადიონზე შესვლის წესის გამკაცრებასთან დაკავშირებით იჩინა თავი. იტალიური მედია ხშირად იმეორებს მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის სიტყვებს, რომ თუკი ქომაგები პროტესტის ნიშნად გუნდს „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაშიც არ დაუჭერენ მხარს (როგორც ეს იმავე „მილანთან” ჩემპიონატის შეხვედრაში...

სარი ნეაპოლელია და ამდენად ცრუმორწმუნე
ჩანაწერი

სარი ნეაპოლელია და ამდენად ცრუმორწმუნე

ამ გაზაფხულზე „ლაციო” ჩინებულ ფორმაშია. რომაელები არ ჩერდებიან. 30-ე ტურში მათ „სპეციას” მოუგეს 3:0. გოლები გაიტანეს ჩირო იმობილემ პენალტით, ფელიპე ანდერსონმა და მარკოს ანტონიომ. მაურიციო სარის გუნდს მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი აქვს. სარიმ „სქაი იტალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: „მეორე გოლი ძალიან ლამაზად გავიტანეთ, მაგრამ ვინერვიულე კიდეც. კარგა ხანს კარში არავინ არტყამდა. ძალიან მიხარია მარკოს...