NBA-ში მორიგი მატჩები გამართეს სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გუნდებმა. „სან ანტონიო სპურსმა“ „პორტლენდს“ უმასპინძლა და 129:127 დაამარცხა, „ორლანდო“ კი, „კლივლენდს“ ესტუმრა და 94:118 წააგო. „სპურსმა“ პირველად ითამაშა ქალაქ ოსტინში, სადაც სულ ოთხ მატჩს გამართავს. მამუკელაშვილი ამჯერად საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21.03 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 7 მოხსნა, თითო პასი და...
ნაპოლისთან იუვეს ულტრასები არ იქნებიან
„იუვენტუსის” სტადიონზე სამხრეთის ტრიბუნა, სადაც ულტრასები იკრიბებიან, 23 აპრილს ცარიელი იქნება — ასეთი განაჩენი გამოუტანა იტალიის ფეხბურთის ფედერაცის სადამსჯელო ორგანომ ტურინელ ქომაგებს რომელუ ლუკაკუს გინებისთვის. 23 აპრილს „ბებერი ქალბატონი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. რაც შეეხება ლუკაკუს ინციდენტს, ის „იუვენტუსისა” და „ინტერის” შეხვედრის დროს მოხდა. ეს იყო იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩი, რომელიც 1:1 დასრულდა. ბელგიელმა თავდამსხმელმა...
სპალეტი: „მილანს” მორიგი მარცხის ეშინოდა, ჩვენ კი…
„ლეჩესა” და „ნაპოლის” 29-ე ტურის შეხვედრის წინ, რომელიც დღეს „ვია დელ მარეზე” გაიმართება, „ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ პრეს-კონფერენცია გამართა. „სრულყოფილი არავინ არის. როგორც ყველას, ჩვენც გვაქვს ნაკლი. წინა ტურში ნეაპოლში ჩამოსულ „მილანს” როგორც ჩანს მორიგი მარცხის ეშინოდა, ჩვენ კი ამ შეხვედრას ვუყურებდით, როგორც სათადარიგოს ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების წინ. გადამწყვეტი სწორედ ეს გამოდგა — სხვადასხვა მოტივაცია....


