ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი არსენ ვენგერი, წინადადებით გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მომავალშიც ზამთარში გაიმართოს. „თუ გვინდა, რომ ფეხბურთი უფრო დემოკრატიული გახდეს, აუცილებელია, მსოფლიო ჩემპიონატი აფრიკულ ქვეყნებშიც ჩატარდეს, სადაც ზაფხულში თამაში თითქმის შეუძლებელია. ყატარში მიმდინარე ტურნირი აჩვენებს, რომ ზამთარში მონდიალის გამართვა სავსებით შესაძლებელი და მისაღებია. გეთანხმებით, რომ ნაკრებების უმრავლესობას ცოტა დრო ჰქონდა სათანადოდ მოსამზადებლად,...
არგენტინა არის მესი
მეოთხედფინალების დღეა. ბრაზილია ხორვატიას შეხვდება, არგენტინა – ნიდერლანდებს… ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის უხუცესს, 39 წლის დანი ალვეშს კი ლიონელ მესის შესახებ ჰკითხეს და მანაც უპასუხა, რომ… „დღეისათვის მესი – არგენტინაა. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ბურთს პარტნიორები ყოველთვის მას აძლევენ. ლეო შესანიშნავ ფორმაშია. ის ერთ-ერთია, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მონდიალზე. ჯერ არგენტინასთან ნახევარფინალზე არ უნდა ვიფიქროთ. წინ...
აქლემი კარგია, მაგრამ ალგორითმი მაინც სულ სხვაა
გახსოვთ ლეგენდარული რვაფეხა პოლი თუ პაული? ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დღეებში წინასწარმეტყველებდა და ყველა შეხვედრის შედეგი გამოიცნო — ყოველ შემთხვევაში „კორიერე დელო სპორტს” ასე ახსოვს. ახლა, ყატარში ჰყავთ აქლემი კამილა, რომელიც ასევე ცდილობს წინასწარ თქვას მატჩების შედეგები. ამ ორ არსებას შორის იყვნენ კატა აქილი, ფერეტი კენი, პანდები სუჰაილი და თურაია და თვით შევარდენიც კი,...
დუმფრიზის ოჯახს შინ სპორტული არხებიც კი არ ჰქონდა
ჰოლანდიის ნაკრებისა და „ინტერის” მცველმა, 26 წლის დენზელ დუმფრიზმა NU.nl-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთელი კარიერა გაიხსენა და თქვა, რომ თავიდან მისი არავის სჯეროდა, თვითონ კი ეჭვი არ ეპარებოდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ნაკრების ნარინჯისფერ ფორმას მოირგებდა. „ჩემ გარშემო სულ ერთ-ორ ადამიანს თუ სჯეროდა, რომ ოცნებას ავიხდენდი. თვით მშობლებსაც კი არასდროს წავუხალისებივართ. პირიქით, მათ მიაჩნდათ, რომ...
მამარდამ Batzine-ს ასე უთხრა
„ვალენსიას” ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა Batzine-თან ინტერვიუში თქვა, რომ თავისი კლუბით ძალიან ამაყობს და უხარია, რომ 2027 წლამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება. მას იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ჰკითხეს. „რასაკვირველია საამაყოა, როდესაც დონარუმას გადარებენ, რადგან მან ახალგაზრდულ ასაკში დიდ სიმაღლეებს მიაღწია,” — უპასუხა მამარდაშვილმა, რომელიც იტალიელზე წელიწადით და შვიდი თვით არის უმცროსი, — მე მის პროგრესს ყოველთვის...




