ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, 25 წლის სტივენ ბერგვინმა „ნაპოლისა” და „აიაქსის” დღევანდელი შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე განმარტა თუ რა მოხდა ერთი კვირის წინ, „იოჰან კრუიფ არენაზე”, როდესაც თამაშის შემდეგ იტალიური გუნდის წარმომადგენელმა მათ მაისურების გაცვლა შესთავაზა და ოთხი მაისურა მიუტანა კიდეც, პასუხად კი უარი მიიღო. ზემოთ ხსენებული უარი იტალიურ პრესაში შეურაცხყოფად მიიღეს და მთელი კვირის განმავლობაში წერდნენ, რომ ამსტერდამელმა ფეხბურთელებმა ნეაპოლელთა მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნეს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი თამაში „ნაპოლიმ” 6:1 მოიგო.
„ეს უბრალო გაუგებრობა იყო, — თქვა ბერგვინმა, — გუნდის მენეჯერი მოვიდა, მაგრამ იმ მომენტში მაისურები თან აღარ გვქონდა. ამბობენ, რომ ჩვენ „ნაპოლი” ჯეროვნად ვერ შევაფასეთ, მაგრამ მე ასეთი რამ არ მომსვლია. მათ კვარაცხელიათი დაწყებული თავდასხმაში ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ”.
რამდენად მართალია ბერგვინის მონათხრობი მაისურებთან დაკავშირებით, თავად განსაჯეთ, „აიაქსის” მწვრთნელმა ალფრედ შრიოდერმა კი თქვა:
„პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ჩვენ ბურთით უკეთ უნდა ვითამაშოთ, თუმცა უბურთოდ თამაშიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მყიფე გუნდი ნამდვილად არ ვართ, უბრალოდ ამ ეტაპზე არასტაბილურობის პრობლემა გვაქვს. ყველა შეხვედრას ძალიან მაღალ დონეზე ვერ ვატარებთ. „ნაპოლი” ძლიერი გუნდია, მაგრამ ერთი კვირის წინ, სანამ მეორე გოლს გავუშვებდით, მატჩი ჯერ კიდევ არ გვქონდა წაგებული. ახლა გვჭირდება ისეთივე მიდგომა, მაგრამ გაუმჯობესებული დეტალებით. ფლეი-ოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
