„ერთა C ლიგის მე-4 ჯგუფში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო და ამ გამარჯვების მთავარი გმირი სუპერკვარაცხელია იყო, — წერს იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი”, — „ნაპოლის” თავდამსხმელმა ჯერ პირველ გოლში მიიღო მონაწილეობა, როდესაც მისი ჩაწოდებული ბურთი მიოვსკის მოხვდა და კარში შევარდა, შემდეგ კი თანაგუნდელმა ზივზივაძემ დაუგორა და მანაც დაუცველ კაში გაიტანა. ამრიგად ვილი სანიოლის გუნდმა ოთხი...
გავედით და გადავედით !
საქართველოს ნაკრებმა უშუალო კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 მოუგო და ერთა C ლიგის მეოთხე ჯგუფში ერთი ტურით ადრე პირველი ადგილი და ფლეი-ოფის საგზური გაინაღდა. საქართველო B ლიგაში აღზევდა. ხვიჩა კვარაცხელია არ იყო „ნაპოლის“ ხვიჩა, თუმცა პირველი, ავტოგოლიც მის ჩაწოდებას მოჰყვა და მეორე ხომ თავად გაიტანა, ბუდუ ზივზივაძის ნაღვაწის შემდეგ. ერთი შესანიშნავი ხვიჩურიც დაარტყა და ბურთი სანტიმეტრებში...
უეფა 32-ზე უარს იტყვის…
უეფა 2028 წლიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 32 გუნდამდე გაზრდას არ დათანხმდება, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ევროპული ტელემაუწყებლების პოზიციაა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ 32-გუნდიან ტურნირს არავითარ კომერციული ღირებულება არ ექნება და გაიზრდება არაფრისმომცემი მატჩების რაოდენობა. უეფას ასევე სურდა, ტურნირი ჯგუფური ეტაპის მატჩების ნაცვლად, პლეი ოფის სისტემით ჩატარებულიყო, მაგრამ მაუწყებლებმა არც ამ წინადადებას დაუჭრეს მხარი.
იგუაინი ფეხბურთელის პროფესიის სიძნელეებზე
„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა გონსალო იგუაინმა ჟურნალისტებს ფეხბურთელის პროფესიის სიძნელეებზე მოუთხრო. „ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთელებს იოლი ცხოვრება აქვთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია როგორც უბრალო ადამიანებს ქუჩაში წყნარად გასეირნება. თუ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, არ უნდა უპასუხო, თორემ დიდი პრობლები შეგექმნება“, – ციტირებს არგენტინელი შემტევის სიტყვებს TyC Sports. „ინტერ მაიამისთან“ იგუაინის კონტრაქტის ვადა 2022 წლის...
ვალენსია მეკარის ძებნას განაგრძობს
„ვალენსიას” მთავარი მეკარის საკითხი მოგვარებული აქვს, გიორგი მამარდაშვილი კონკურენციის გარეშეა, მაგრამ ხაუმე დომენეკის ტრავმის გამო მეორე კაცის პრობლემა აწუხებს. ადრეც მოგახსენეთ, რომ „ღამურებმა” ვეტერან ბასკს იაგო ერერინს უხმეს. ერერინს ფეხბურთისთვის თავი რამდენიმე თვის დანებებული ჰქონდა და ამიტომ კლუბმა კონტრაქტის გაფორმება არ იჩქარა, დაკვირვებისთვის დრო დათქვა. ისე ჩანს, რომ ერერინი „ვალენსიას” მწვრთნელებზე დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს,...
ნაპოლის ფანებს მოსალოცად აქვთ საქმე
იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ლაპარაკი ერთი დღით არ წყდება. „კორიერე დელო სპორტმა” ამჯერად ცნობილი მენეჯერის, ყოფილი ფეხბურთელის, მწვრთნელის, ბიზნესმენისა სოციალურად წარმატებული პიროვნების პიეტრო ლო მონაკოს შეხედულება გამოაქვეყნა, რომელიც მან Vikonos Web Radio/Tv-სთან საუბარში გამოთქვა. „კვარა ბრწყინვალე ფეხბურთელია, — თქვა ლო მონაკომ, — ის ტექნიკურად ძლიერია და ფანტაზიით აღსავსე. რაც ყველაზე მთავარია მას თამაში სიამოვნებს. ქართველს შეუძლია...
თუკი ტუხელი ბაიერნში მივა
თომას ტუხელი „ჩელსიდან” გაუშვეს თუ არა, მყისვე დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ 49 წლის გერმანელი შეიძლება მიუნხენის „ბაიერნს” ჩაუდგეს სათავეში. ამ ხმებს, რასაკვირველია, მოჰყვა მსჯელობა იმის შესახებაც, თუ ვის მიიწვევს ბავარიაში ტუხელი თუკი ის იულიან ნაგელსმანს შეცვლის. როგორც ვარაუდობენ, ერთ-ერთი პირველი, ვის შეძენასაც „მაინცის”, „დორტმუნდის”, „პარი სენ ჟერმენისა” და დასავლეთ ლონდონელთა ყოფილი თავკაცი შეეცდება „ნაპოლის”...
მამარდაშვილი – ხუთში პირველი
ლა ლიგამ ჩემპიონატის მე-6 ტურში 5 საუკეთესო მოგერიება გამოარჩია და პირველ ადგილზე გიორგი მამარდაშვილის მიერ „სელტასთან“ მატჩში აღებული ბურთი დაასახელა – ვიგოელების ჯარიმის მერე საქართველოს ნაკრების მეკარემ ურთულესი თავური დარტყმა მოიგერია და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
შარშანწინდელიც კი გვახსოვს…
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას უმასპინძლებს. ჩვენებმა 0:4 თუ არ წააგეს, ჯგუფში ლიდერად დარჩებიან. პირველობას კი მაიშინ გაინაღდებენ თუ ბოლო ტურში, გიბრალტარში თავს არ შეირცხვენენ. თუმც გიბრალტარზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, ჯერ ჩრდ. მაკედონიასთან არის საქმე გასარკვევი – ჩრდ. მაკედონია კი რა გუნდია და რა ანგარიშები აქვს 23 სექტემბრის მეტოქესთან საქართველოს ნაკრებს, ვფიქრობთ,...
ბათუმის მარცხი და ლომის ზავი
„რაგბი ევროპის“ სუპერთასის მეორე ტური საკმაოდ საინტერესო მატჩებით აღინიშნა. დასავლეთ კონფერენციაში ფავორიტებმა, პორტუგალიურმა „ლუზიტანუშმა“ ბელგიურ „ბრიუსელს დევილზს“ ასტრონომიური ანგარიშით – 95:0 გადაუარა, ხოლო ესპანურმა „იბერიანსმა“ ჰოლანდიურ „დელტას“ ერთობ მოკრძალებულად – 22:7 სძლია, რის შედეგადაც ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში სწორედ ორი პირენეური ფრენჩაიზი ჩაუდგა 9-9 ქულით. აღმოსავლეთში კი სიტუაცია საკმაოდ ჩაიხლართა. ჯერ იყო და,...









