რაფაელ ნადალმა ისარგებლა ავსტრალიაში უშუალო კონკურენტების არყოფნით და მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა Australian Open-ის ფინალში რუსი დანილ მედვედევი 2:6; 6:7; 6:4; 6:4; 7:5 დაამარცხა და კარიერაში „დიდი მუზარადის“ 21-ტურნირი მოიგო. ნადალს ავსტრალიაში როჯერ ფედერერი რომ ვერ შეეცილებოდა, მანამდეც ცნობილი იყო, ხოლო არავაქცინირებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს. აქამდე, სამივეს, „გრანდ სლემის“ 20-20 ტიტული…
„ნეტავ ვინ თქვა პირველად, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ფეხბურთელის შეძენისთვის საუკეთესო დროა. მე დაბეჯითებით მოგახსენებთ: მწვრთნელისთვის ამაზე საშინელი პერიოდი არ არსებობს“ — წერს თავის ბლოგში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, 74 წლის ჰარი რედნაპი. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ ავტორიტეტული პიროვნების მოსაზრება და ორიოდ საინტერესო მოგონება თქვენთვის გაგვეცნო. რედნაპი განაგრძობს: „მწვრთნელები ამბობენ, რომ ისინი იანვარში ყველაზე გამწარებულები…
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ WhatsApp-ის ჯგუფს შეუერთდა. მიზეზი: გუნდი უფრო ერთსულოვანი რომ გახდეს. ადრე, რონალდუმ თანაგუნდელებს თავდადება დაუწუნა, ახალგაზრდა მოთამაშეებს კი უსაყვედურა, რჩევებს ყურს არ უგდებენო. ახლა, როგორც ჩანს, 36 წლის სუპერვარსკვლავმა დამოკიდებულება შეცვალა — WhatsApp-ში იმ ჯგუფის წევრი გახდა, რომელშიც ახალგაზრდა მანჩესტერელები ერთმანეთს უკავშირდებიან და ლაზღანდარობენ ან რაღაცაზე მსჯელობენ. ახლა კრიშტიანუს შეუძლია ილაქლაქოს 24…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes