ღვინიაშვილი მსოფლიოზე წესებთან დამარცხდა

Home კატეგორიის გარეშე ღვინიაშვილი მსოფლიოზე წესებთან დამარცხდა
ღვინიაშვილი მსოფლიოზე წესებთან დამარცხდა

Judo on Twitter: "Beka Gviniashvili of Georgia counters Murao of Japan with  this enormous Ura-nage to claim Gold in the men's -90kg category!  #judozagreb #judo ©️ IJF Media Team - Ben Urban…უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ მსაჯებთან და წესებთან დამარცხდა.

90 კილოგრამამდე მოჭიდავე ბექა ღვინიშვილი პირველივე ბრძოლაში შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს ხვდებოდა. ღვინიშვილი ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ შვეიცარიელი მეორედ დასცა ტატამზე. მსაჯმა ქართველის მოგება დააფიქსირა, მაგრამ მაგიდის მსაჯებმა ეპიზოდი განიხილეს, ჩვენებურს სახიფათო შეტევა ჰანსოკუმაკე (ფეხის არასწორი ჩახვევა) დაუფიქსირეს და წაგება ჩაუთვალეს.

70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე მარიამ ჭანტურიამ პირველ წრეში გაბონელი კარენე აგონო ვორა დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში გერმანელ მირიამ ბუტკერეიკთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

11 ივნისს ტატამზე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავეები – ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე გავლენ.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...