„დორტმუნდის” ყოფილი ნახევარმცველი მიხაელ ცორკი (ფოტოზე), რომელმაც ფეხბურთელობის წლებში, თავისი კარიერის ერთადერთი გუნდის სახელით 463 შეხვედრაში 131 გოლი გაიტანა, ახლა „შავ-ყვითლების” სპორტული დირექტორია. და ის დორტმუნდელთა ახალი კალენდრით ძალიან უკმაყოფილო გახლავთ.
გუშინ, გერმანიის საფეხბურთო ლიგამ გამოაქვეყნა ბუნდესლიგის მომავალი სეზონის თამაშების განრიგი. 17 აგვისტოს, პირველ ტურში, „დორტმუნდი” „აუგსბურგს” მასპინძლობს, მაგრამ ეს შეხვედრა ხელს არავის უშლის. პრობლემა სხვა რამ არის. გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე ტურის შემდეგ გერმანიის ვიცე-ჩემპიონს ბუნდესლიგაში სტუმრად უწევს თამაში. მათ შორისაა მე-9 ტურის დერბი გელზენკირხენში, „შალკესთან” და მე-11 ტურის სტუმრობა ჩემპიონ „ბაიერნთან”.
„თქვენ თვითონ თქვით, არის თუ არა დაბალანსებული ეს კალენდარი, — თქვა ცორკმა „რურ ნიუზისთვის” მიცემულ ინტერვიუში, — ჩემპიონთა ლიგის ექვსივე შეხვედრის შემდეგ (განურჩევლად იმისა, თამაში შინ გვაქვს თუ უცხოეთში), ჩვენ გერმანიის ამა თუ იმ ქალაქში გვიწევს გამგზავრება. ყველა, ვინც სტრესის კონტროლისა და მოგზაურობის დაგეგმვის საკითხებში ერკვევა, კარგად მიხვდება, როგორ გავლენას მოახდენს ეს ჩვენს გუნდზე”.
საინტერესოა, რომ გერმანიის ჩემპიონი, „ბაიერნი”, „დორტმუნდისგან” განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის ექვსივე ტურის შემდეგ ბუნდესლიგის მატჩს შინ თამაშობს.
გასულ სეზონში სხვანაირად იყო: ჩემპიონთა ლიგის ექვსი შეხვედრის შემდგომი მატჩებიდან „დორტმუნდმა” ხუთი შინ ჩაატარა, ხოლო „რეკორდმაისტერმა” ხუთი სტუმრად.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
