Breaking News

Day: November 24, 2018

ჯერ მწარე, კვლავ ტკბილი

მეორე პოლინეზიურმა ნაკრებმაც ყურჩამოყრილმა დატოვა თბილისი. ნოემბრის საძაგელ ამინდში, გულისგამასიებელი წვრილი წვიმის თანხლებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამჯერად ტონგა დაამარცხა და წესით, მორიგ რეიტინგ-ლისტშიც უნდა გაუსწროს. სამოასთან მიღებული საპირველტაიმო გაკვეთილი მილტონ ჰეიგმა ქართველებს, ეტყობა, წარმატებით აუხსნა და “მიხეილ მესხზე” ფეხმარდ ტონგელებს თანამოძმეებივით თავისუფლად ქრიალის საშუალება არ მიეცათ. სხვა გზა არ იყო და ჯარიმებით ფონს გასვლა…

Read more

ტოჩიმ ბეწვის ხიდზე გაიარა

ქართველმა ოძეკიმ ტოჩინოშინმა კიუსიუ ბაშოს მეთოთხმეტე საშწჯიბრო დღეს დადებითი ბალანსი დაიბევა და თავიდან აიცილა იანვრის ბაშოზე ტიტულის დაცვის აუცილებლობა. ლევან გორგაძემ უკვე კლასიკად ქცეული მარცხენა ჩავლების ხარჯზე ადვილად გაიტანა დოჰიოდან სეკივაკე მიტაკუემი. ლევანის ბალანსი 8:6 გახდა და ხვალინდელ შერკინებას სიოხოძანთან (პირად შეხვედრებში 13:3) სატურნირო მნიშვნელობა დაეკარგა. ტურნირს აქამდე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავდა, მაგრამ ელიტის ყველაზე ახალგაზრდა…

Read more

ყველაზე დიდი სიხარული: თავისი გუნდის დამარცხება!

იურგენ კლოპს „ლივერპულში” მუშაობის სამი წელიწადი შეუსრულდა და New Balance Football-თან ინტერვიუში განვლილ პერიოდს გადახედა. 51 წლის გერმანელს სთხოვეს გაეხსენებინა მისი მერსისაიდზე მუშაობის საუკეთესო მომენტი. საინტერესოა, რომ მან არც კი ახსენა ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშება, სადაც „წითლები” ფინალში გავიდნენ და მხოლოდ იქ დამარცხდნენ „რეალთან”. ხსენებული სამი წლის განმავლობაში 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა კლოპმა 2016…

Read more

სერხიო რამოსის ორი დოპინგი

გერმანული გამოცემა „შპიგელი” „ფუტბოლ ლიკსზე” დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა შესაძლოა ორჯერ დაარღვია ანტიდოპინგის წესები. ერთი თამაში, რომელმაც ეჭვი გამოიწვია გახლდათ ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალი „იუვენტუსთან” (4:1), ხოლო მეორე ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი „მალაგასთან” (2:1). „იუვენტუსთან” შეხვედრის შემდეგ რამოსის შარდში დექსამეტაზონი აღმოუჩენიათ. ამ ნივთიერებას ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და ის ჩვეულებრივ წამლებშია,…

Read more