იტალიურ მედიაში გავრცელდა ხმა, რომ ანტონიო კონტე 9,5 მილიონ გირვანქაზე უარის თქმას დაყაბულდა, ვინაიდან მისი სამსახურში აყვანა არც მეტი-არც ნაკლები „რეალს” უნდა. 49 წლის კონტე მადრიდში ხულენ ლოპეტეგის შემცვლელად შეუგულებიათ — მოგეხსენებათ ლოპეტეგის ხელში „თეთრების” საქმე ცუდად მიდის. ახლა იმის შესახებ, თუ რა 9,5 მილიონ გირვანქაზეა ლაპარაკი: კონტე „ჩელსის” თავკაცი იყო, რომელსაც დასავლეთ ლონდონელებმა ზაფხულზე…
ამბობენ, რომ „პარი სენ ჟერმენი” ნეიმარისა და კილიან მბაპეს შემდეგ, ზაფხულში, კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. არსებობს ასეთი იტალიური საიტი Calciomercato, რომელიც ტრანსფერების ამბავს აშუქებს. ის წერს, რომ პარიზელთა მომდევნო მსხვილი სამიზნე „რეალის” გერმანელი ნახევარმცველი 28 წლის ტონი კროოსია. თუ კროოსის მაღალ ოსტატობასთან ერთად იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პსჟ-ს მწვრთნელი თომას ტუხელი გერმანელია და გუნდში თანამემამულეს…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes