Breaking News

Day: April 20, 2018

მოხუცი

პარასკევ დილით, ლონდონის „არსენალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ერთი შეხედვით, მოულოდნელი განცხადება გამოჩნდა – „მეთოფეების“ ოდინდელი მწვრთნელი არსენ ვენგერი წლევანდელი სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს. ცნობისათვის, 68 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, ქომაგთა დიდი პროტესტის მიუხედავად, კლუბთან შარშან ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამისდაკვალად, სამუშაოდ კიდევ წელიწადზე მეტი რჩებოდა. მით უმეტეს, უცნაურია ასეთი განცხადება მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კარს მომდგარი ევროპალიგის…

Read more

არაყი, კოკაინი და ჯოჯოხეთი

„საუთჰემპტონის” ნორვეგიელი ვარსკვლავი კლაუს ლუნდეკვამი, რომელიც დღეს 45 წლისაა, თავის რთულ ცხოვრებას ფარდას ხდის და ამბობს, რომ ლოთობისა და ნარკომანობის გამო ორჯერ თვითმკვლელობაც სცადა. საუთჰემპტონში ლუნდეკვამი გულშემატკივართა გმირია, ლეგენდათა სიმბოლურ ნაკრებში მყარად უკავია დამსახურებული ადგილი. არადა, მცველს ეს პატივი თურმე დემონებთან ბრძოლის პარალელურად რგებია. ვეტერანმა თავისი ისტორია The Telegraph-ს უამბო: „თვითმკვლელობასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ორჯერ…

Read more

მაიკლ ქერიკის გაუგონარი ფობია

უცნაური რამ გაირკვა მაიკლ ქერიკის შესახებ — თურმე, ნაკრებთან ერთად ხანგრძლივად სადმე გამგზავრება არ შეეძლო. ქერიკი 36 წლის არის, 2006 წლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, სადაც 315 შეხვედრა ჩაატარა. ნახევარმცველს ნაკრებში 34-ჯერ აქვს ნათამაშები და მეტსაც ითამაშებდა პირადად მისი თხოვნა რომ არა. 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ერთი წუთითაც ვერ შეძლო მოედანზე შესვლა,…

Read more

სისხლისდენა თურქეთის ნახევარფინალში

შენოლ გიუნეშს თავში ტრიბუნიდან ნასროლი ნივთი მოხვდა. ცნობილი მწვრთნელი საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს ამბავი თურქეთის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების უგოლო საპასუხო შეხვედრის 58-ე წუთზე მოხდა. თამაში შეწყდა. ერთმანეთს სტამბოლის გუნდები „ფენერბაჰჩე” და „ბეშიქთაში” ხვდებოდნენ. მატჩი რამდენჯერმე გიუნეშთან დაკავშირებულ ინციდენტამდეც შეწყდა. მედიის ცნობით მაყურებლის მიერ ნასროლი ნივთით წაქცეულ „ბეშიქთაშის” თავკაცს ხუთი ნაკერი დაადეს.  გასახდელში ჩხუბი ატყდა ფეხბურთელებს და მწვრთნელებს…

Read more